მოვიდა დიდგორობა და დაიწყო ტრადიციად ქცეული, უტვინო, უხამსი, თვითგანმაქიქებელი და ამაზრზენი აზრების ფრქვევა ამ ქართულ საგიჟეთში, რასაც ფეისბუქი ჰქვია. ანუ, არც დიდგორი ყოფილა არაფერი ისეთი, არც დავითია დიდი ვინმე, ყველაფერს ვაბუქებთ ქართველები და ტრაბახით ვიკლებთ ქვეყანას და ა.შ. და ამის მსგავსი…
სოლომონის სიბრძნეში საოცარი სიტყვებია – რეგვენს ბრძნულად არ უპასუხო, თავი ბრძენი ეგონება, რეგვენს რეგვნულად არ უპასუხო, შენ რეგვენი ეგონებიო.
ანუ ამ ხალხს ვერაფერს შეასმენ. ყველაფერს უკუღმა იგებენ.
იმათთვის კი, ვისაც ესმის რა იყო იმ დროს საქართველო, ბიზანტია, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ვინ იყვნენ თურქ-სელჩუკები, ჯვაროსნები, დიდგორობა დარჩება როგორც საქართველოს დაბადების დღე. ხოლო დავითი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დამფუძნებელი და მამა.
შენიშვნა: თუ არც ფრანგ კანცლერ გოტიეს ენდობით და არც სომეხ მათეოს ურჰაეცს, ქართველი შოთა მესხია ანდა გოჩა ჯაფარიძე მაინც წაიკითხეთ 🙂
თუმცა, თქვენ რას წაიკითხავთ ….
































