ქართული ოპერის ჩაუქრობელ ვარსკვლავს, ზანდა ბერულავას (ვწერ და ვტირი შინაგანი განცდებით)
ზ ა ნ დ ა
ძველ ეზოს თითქოს სურნელი მიწის,
დიდება მოსავს თვით დროის მგზავრთა,
სახეზე ვამჩნევ მინავლულ ღიმილს
და ვიგრძენ, სულში მღეროდა ზანდა.
შევედი კრძალვით გარინდულ სახლში,
ვიჯექ და თითქოს სიმშვიდე მწვავდა,
ვიკარგებოდი დიდებულ ხმაში,
რომ საუბრობდა წარსულზე ზანდა.
ფიქრებში – თითქოს ოპერის სცენა,
ორკესტრიც იმ დროს მისთვის უკრავდა,
გარინდებულმა მივაპყარ სმენა,
და თითქოს “ტოსკას” მღეროდა ზანდა.
მოჰქონდა ალბომს ძველი კადრები,
თვალთა უქრობი მზის სხივი ჩანდა,
ტკივილიც ჰქონდა ვერსაკადრები,
მაგრამ ტკივილსაც უღიმის ზანდა.
მცირე სიჩუმე….. დედის ნაყოფი…
იხსენებს, როგორ ტკივილით ზარდა,
გულს უკლავს დარდი მისი არყოფნის,
ეს დარდი მაინც ვერ აქრობს ზანდას.
ახლა “ჯამბაზებს” უკრავენ ტაშს და
თითქოს, დარბაზიც სამეფოს ჰგავდა,
წყვდიადსაც სულში სინათლე აჩნდა,
თავს რომ გვიკრავდა სცენიდან ზანდა.
სცენა, ლიბრეტო, მძიმე არია,
სიჩუმე სრული, ხმაური ანდა,
მღერის, სიმშვიდე სულ გადარია,
სცენაზე მდგარი ღმერთს სწვდება ზანდა.
თითქოს ოპერა “ტრუბადურიდან”
ორკესტრი…. ხმები… თვით სივრცეს ლანდავს,
ქალი მშვენება, სცენის გულიდან,
მარადისობას უმღერის ზანდა.
ნათია ჯიმშელეიშვილი ლექსები






























