თუ შემეკითხებით, მხატვრობაში რომელია შენი სტილიო?!
– გიპასუხებთ, რომ აბსტრაქციაა ჩემი ნამდვილი!
შიგნიდან ის მეძახის და მეც მას ვპოულობ.
აბსტრაქცია მთიშავს, მას სხვა სამყაროში გადავყავარ.
აბსტრაქციაზე მუშაობისას ბედნიერებას, ფანტაზიებთან ურთიერთობას, და უზარმაზარ პასუხისმგებლობას ერთდროულად განვიცდი.

მასთან ჭიდილში არასდროს ვარ დარწმუნებული წინასწარ, რა გამოვა, რას მივიღებ!
მუშაობის პროცესში ვიცი, რომ არ უნდა გავჩერდე, ან სად უნდა შევჩერდე.
– ადრე ამის მიხვედრა რთული იყო, მაგრამ საკუთარ ემოციებზე თავდაუზოგავად მუშაობამ მიმახვედრა და მასწავლა ( შედარებით) უფრო მეტი, ვიდრე მესმოდა.
– თუმცა უნდა გითხრათ, რომ ზოგჯერ პეიზაჟებითაც ვერთობი, ზოგჯერ პორტრეტებს, ნატურმორტებს და გარკვეულ კომპოზიციებსაც ვქმნი.

ამის გამო მეგობრებისგან შენიშვნებიც მიმიღია,
– კეთილი გულით მეუბნებიან ისინი,
– დათო, შენი მაყურებელი იბნევა, ისინი ვერ ხვდებიან შენ აბსტრაქციონისტი ხარ თუ პეიზაჟისტიო??!!
– არის ამაში, რაღაცა სიმართლის მარცვალი –კი ბატონო, ვეთანხმები მათ!
მაგრამ მე ამ საკითხში, ხომ ჯიუტი ვარ და მაინც თავისას “მივერეკები“!!!
ბევრჯერ მიფიქრია ამ ფაქტზე და ვთვლიდი, რომ ამას ახსნას მოვუძებნიდი რაღაცნაირად, როგორც ახლა ვცდილობ, ამ წერილში.
დიახ, მე ვარ აბსტრაქციონისტი– ესაა ჩემი ნამდვილი.
თუმცა, როცა სხვა რამეს ვაკეთებ, ვფიქრობ ამით, ჩემი მთავარი მიმართულების განვითარებას ვუწყობ ხელს, ვეხმარები ჩემ შთაგონებებს, ახალი აბსტრაქციებისთვის წინასამზადის განწყობას ვიქმნი, ვემზადები მომავალი სურათისთვის ქვეცნობიერში შესაღწევად.

არ მინდა ეს ზედაპირული, მარტივი და ცალსახა იყოს.
ამიტომ ამდაგვარი ექსპერიმენტები ზუსტად მაგისთვის მჭირდება, რომ ჩემ ნამდვილ აბსტრაქციებს ქვემოდან ხალიჩასავით დავუფინო, დაახლოებით დამუშავებული ემოციები..
მადლობა– გაგრძელება იქნება!
19.10. 2022. ეხლა ვამატებ წერილს!
თუ ნამდვილ ხელოვნებაზე გვაქვს საუბარი, მაშინ უფრო სიღრმისეულად შევხედოთ საკითხს!
ყოველშემთხვევაში მე ჩემ აზრს ვიტყვი.
ხელოვნება უფრო სულის ვნებაა, ვიდრე ხელის. თუმცა ეს ზოგადია და ამაზე ზედმეტ ყურადრებას ნუ გავამახვილებთ, რადგან ხელოვნება ბევრ დარგს მოიცავს და არა მხოლოდ მხატვრობას, თუმცა– თუმცა ყველა შტრიხი, მაინც შემქმნელის სულთან უფრო მიდის, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილთან.
აი შემოქმედებითი პროცესი კი უფრო საინტერესოა და ცალკე თემაა.
ეს წვაა, რომ იწვი და ცეცხლი გიკიდია, რომ ემოციურად გაცახცახებს, რომ სხეულის წონას ჰკარგავ და თითქოს ქრები ადამიანური თვალსაწიერიდან.
ისე ეს პროცესი სასიამოვნოც არის ხოლმე– ყოველთვის ტანჯვა როდია შემოქმედებითი წვა. მე თუ გავიხსენებ ჩემს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით აბსტრაქციების შექმინისას, ხშირად მახსენდება, სამხატვრო პროცესიდან გამოსვლის შემდეგ, ოფლისგან სულ სველი ვიყავი, როცა არც თუ ისე ცხელოდა.
ადრე გამომსახველობით ვიზუალზე მეტი აქცენტები იყო, უფრო სიფაქიზეს და სინატიფეს ჰქონდა უპირატესობა სასურათო ზედაპირზეე. ითვლებოდა, რომ მხოლოდ კლასიკური ფერწერა იყო კარგი.
ეხლა შეიცვალა საზოგადოების გემოვნებაც და მოთხოვნაც- მხატვრებიც სხვა რამეს ჰქმნიან დღეს!



































