ოქტომბრის აბრეშუმის გზა
🌐 თვის დასაწყისში ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საიმედო პარტნიორი ხდება ევროპისთვის გაზის მიწოდებაში და ასევე იგი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის სამმხრივი საინიციატივო იდეით გამოდის;
🌐 Bloomberg Media Studio-ს კვლევით, საქართველო პოპულარული საინვესტიციო მიმართულებაა და ინვესტორების დაინტერესების კუთხით მე-13 ადგილს იკავებს ისეთ მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი.
🌐 “თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად მუშაობს, რათა TANAP-ის სიმძლავრე 32 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
🌐 თბილისში მსოფლიო ბანკის ორგანიზებით საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი ჩატარდა, რომელიც რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების განვითარებას მიეძღვნა.
🌐 Pullman Tbilisi Axis Towers-ში შედგა აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პრეზენტაცია.
🌐 ყაზახეთმა ევროპისთვის ნავთობის მიწოდება რუსეთის გვერდის ავლით დაიწყო – წლის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით 200 ათას ტონა ნავთობი გატარდება;
🌐 ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელებმა თბილისში შუა დერეფნის საერთო კრება გახსნეს;
🌐 ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. აზერბაიჯანი საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავს და ასევე ბაქო-სუფსის მილსადენის მეტ დატვირთვას აანონსებს.
🌐 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30%-ით, ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთნაკადი კი 6-ჯერ გაიზარდა;
🌐 საქართველოში გადაზიდვების დაგეგმვა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი. Translive ბენე ჯგუფის, კაიროს ლოჯისტიკის და ლემონდუს ერთობლივი პროექტია.
🌐 ხელი მოეწერა საქართველოში FedEx-ის ლიცენზირებულ წარმომადგენლობისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC-ს) შორის ფინანსურ შეთანხმებას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების ლოგისტიკური ცენტრი აშენდება, რისი ანალოგიც საქართველოში ამ დრომდე არ არსებობს;
🌐 ყაზახეთის პრეზიდენტი ტრანსკასპიურ მარშრუტზე აცხადებს: „გავაძლიერებთ საზღვაო ნავსადგურებს და ფლოტს, შევქმნით საკონტეინერო ჰაბს“.
🌐 სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნის პროექტის შეთანხმების ოქმი უკვე შედგენილია. პროექტის მონაწილე ქვეყნებია – ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი და ირანი.
🌐 ნავთობის ექსპორტირებისთვის ალტერნატიული გზების ძიების შემდეგ, რომელიც ნოვოროსიისკის პორტით გადიოდა, ყაზახეთმა რუსეთის გვერდის ავლით ვაჭრობა კიდევ ერთი ძირითადი საექსპორტო საქონლით – ურანით გადაწყვიტა;
🌐 უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნგრეთს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ელექტროენერგიის მიღება სურს, რათა გაზის მოხმარება შეამციროს.
🌐 ევროკავშირი შუა კორიდორის განვითარების მხარდაჭერისთვის მზად არის, – ამის შესახებ ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
🌐 იაპონია შუა დერეფნის შესაძლებლობებს იკვლევს. იაპონიის დელეგაცია აზერბაიჯანს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შესაძლებლობების შესასწავლად სტუმრობდა. აზერბაიჯანული მხარის თქმით, აზერბაიჯანი თურქეთთან და საქართველოსთან ერთად ცდილობს თანმიმდევრულად გაზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გამტარუნარიანობა, „რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა შუა დერეფანში“.
ეს ყველაფერი მხოლოდ ოქტომბრის თვეში მოხდა და თვის ბოლომდე კიდევ ოთხი დღეა დარჩენილი. მალე დიდი ქარავნები დაიძრებიან.
ჰოდა, არ მგონია დღეს მექსიკის საზღვარი კარგი იდეა იყოს.



























