“ჩამოვიტანე ავი ჭაობის ციება; მაგრამ თანაც ჩამოვაცოცე ვეებერთელა რვეული, გაჭიკნილი ხალხური ზღაპრებით, არაკებით, ლექსებით და შევუდეგ “დედაენის” შედგენასა და გამოცემასა” – ასე აღწერს იაკობ გოგებაშვილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნის მომზადების პროცესს, წიგნის, რომელიც დღეს, თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიების ჭრილიდან შეფასებისასაც, არ კარგავს თავის აქტუალურობას, წიგნი, რომელიც ალბათ ყველაზე მარტივი და გენიალური ქართული ლინგვისტური ფორმულით იწყება, სადაც ორი ხმოვნით გადმოცემულია წინადადება – აი ია.

დღეს დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. სწორედ ამიტომ საგანგებოდ მისი მამულიშვილური საქმეების შესახებ ბევრი ვესაუბრე ორჰანგაზის კავკასიის კულტურის და სოლიდარობის ასოციაციის ოფისში ქართული ენის კურსის მოსწავლეებს. იცნობენ იაკობს,მის “აი იას”.მაგრამ ახალ-ახალ ინფორმაციას მის შესახებ მაინც ინტერესით უსმენენ.
ორჰანგაზის (ბურსა, თურქეთი) ქართველები და არა მარტო ქართველები (თურქები,აზერბაიჯანელები,ჩერქეზები) დღეს ისევ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის “წიგნით სწავლობენ წერას და კითხვას.
რას წარმოიდგენდა სულმნათი რომ მისი მიერ შექმნილი სახელმძღვანელო ასევე მისაღები და გასაგები იქნებოდა თურქეთის ეთნიკური ქართველისათვის და არაქართველებისთვის.
დღეის მდგომარეობით ორჰანგაზში(ბურსა, თურქეთი)ქართული ენის A1კურსი დავამთავრეთ. ხოლო მომავალ კვირას ვიწყებთ ქართული ენის A1 და A2 კურსს. კვლავ დიდი იაკობის “დედა ენით” და ყველასათვის ადვილად წარმოსათქმელი “აი ია”-თი.
მადლობა ამ საქმის მოთავეებს. ორჰანგაზის კავკასიის კულტურის და სოლიდარობის ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ ადემ თურანს,ქალბატონ მინე აჯარლარს და მათ ვინც მხარში უდგას ამ მამულიშვილურ საქმეს თურქეთის რესპუბლიკაში.
Bugün İakob Gogebaşvili (Gürcüce: იაკობ გოგებაშვილი; 27 Ekim 1840 – 1 Haziran 1912), doğum günün. Gürcistan’daki bilimsel pedagojinin kurucusu olarak kabul edilen Gürcü eğitimci, çocuk yazarı ve gazeteci. Çocukların Gürcüce okuma yazma öğrenmesi için 1876 yılında hazırladığı Deda Ena (დედა ენა; anadili) isimli kitabı, değiştirilmiş bir biçimde 1880’den beri Gürcü okullarında ders kitabı olarak kullanılmaktadır.
































