ჯვარედინი პარალელები
გაეროს გათვლებით, 2023 წელს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდი ქვეყანა ჩინეთის ნაცვლად ინდოეთი გახდება.
დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელმა კენ მაკკალუმმა მედიას განუცხადა, რომ უკრაინაში ომი დაწყების შემდეგ, რუსეთის დაზვერვას უცხოეთში ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენეს. მსოფლიოს მასშტაბით, რუსეთის საელჩოს 600-მდე თანამშრომელი გაიწვიეს. ხოლო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებას, მაკკალუმმა ირანი და ჩინეთი დაასახელა. ბრიტანულმა დაზვერვამ ასევე აღკვეთა ირანიდან მომდინარე 18 ტერორისტული აქტი.

Quad – აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი. ეს ალიანსი უშუალოდ გადაკვეთილია კიდევ ერთ წმინდა ატლანტურ სამკუთხედთან იგივე AUKUS თან – აშშ, ბრიტანეთი და ავსტრალია. ამ ორ გეოპოლიტიკურ სივრცეს ემატება, ახალი ევროპული კონფიგურაციაც ღერძით ლონდონი-ვარშავა-კიევი, ლუბლინის სამკუთხედით ბალტიასთან, კვადრიგით თურქეთთან და უკრაინის ტრიოთი მოლდოვასა და საქართველოსთან. ამ გეოპოლიტიკურ კონსტრუქციაში საქართველო მოაზრებულია სამხრეთის ჩამკეტ კარიბჭედ.
გერმანული კონცერნი Siemens გავიდა რუსული კომპანიებიდან «Уральские локомотивы» და «Сименс мобильность». მოკლედ, დატოვა რუსეთი, სადაც 170 წელი იმუშავა. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის რკინიგზა Siemens-ის გარეშე ვერ განვითარდება.

ახლა აქ მოცემულ ოთხ ფაქტს ერთმანეთთან ჯვარედინი კავშირები უპოვეთ და მიხვდებით, მსოფლიო კაპიტალი საით იღებს გეზს და აბრეშუმის გზა როგორ იცვლის ფერს.
მსოფლიოს სამი ყველაზე დიდი ადგილიდან – ნიუ-ორკის, ლონდონის და ტოკიოს საფონდო ბირჟების ფანჯრებიდან ეს ჯვარედინი პარალელები სულ სხვანაირად იკითხება.






























