წარმატებები ამ პროექტს…
. აი ეს არი ხელოვნებაც ,კრეატივიც, შრომით ხარჯვაც და ადამიანური და გონებრივი რესურსების სწორად გამოყენებაც. ეს პროექტი უპრეცენდენტოა ასე ვიტყოდი და ქუთაისში განხორციელდა, დიახ ქუთაისში იბადებიან ისეთი ნიჭიერი შემოქმედებითად მოაზროვნე და განსხვავებული შესაძლებლობების ადამიანები. (საქართველო ზოგადად ცნობილია ნიჭიერი ქართველებით, მაგრამ ამ ეტაპზე ისეთი ამაყი ვარ, რომ მინდა ცოტა ხმამაეალი ვიყო ქუთაისლლოაზე)


როცა ერთერთმა ავტორმა ამ პროექტისამ ეს იდეა გამანდო, გადავირიე გადაჭარბების გარეშე, აღვფრთოვანდი და მადლობა ჩვენი ქალაქის ხელის-უფალთ, რომ თავისი ხელის უფლებით – მოწერით და მხარ-დაჭერით ეს პროექტი ღირსეულად იქნა წარმოჩენილი.

ამით კომბინაციურად ბევრი კარგი საქმე გააკეთეს, ჯერ ის, რომ ტანმოვარჯიშეები წარმოაჩინეს თავისი სასწაულებრივი შესაძლებლობებით და ესთეტიური სილამაზით, მერე ის, რომ ფოტოხელოვნება კიდევ უფრო მაღალ რანგში წარმოაჩინეს და მესამე ის, რომ ეროვნული საქმე გააკეთეს და ქართულ ანბანს კიდევ ერთხელ, ამ უცნაური ფორმით გაუწიეს პოპულარიზაცია.
მადლობა ჩემო უნიჭიერეს(ებ)ო Paata Nemstsveridze & Davit Chu Abuladze საოცრებები ხართ. წარმატებები ამ პროექტს….

შეგახსენებთ, ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში ფოტო გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ქუთაისელი ტანმოვარჯიშეთა მიერ სხეულით შექმნილი ქართული ანბანის ფოტოები.
პროექტის ავტორები არიან მხატვრები – პაატა ნემსწვერიძე და დავით აბულაძე.
































