www.gurcuhaber.com 3 წლისაა!
Maya Mchedlidze Uzal: 21 დეკემბერს 3 წელი შეუსრულდა ქართული ამბების პორტალს #gurcuhabercom, ჩვენი საინფორმაციო გვერდი, რომელიც უკვე ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი წამყვანი და პოპულარული საინფორმაციო პორტალია ინტერნეტ სივრცეში.

საქართველოსა და თურქეთის , ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საინფორმაცო წყარო მაქსიმალურად ცდილობს ობიექტურად გააშუქოს ორ ქვეყამანაში მიმდინარე მოვლენები და რაღა თქმა უნდა მსოფლიო სიახლეები.
ქართული ამბების პორტალი, 2019 წლის 21 დეკემბერს ჩაეშვა ინტერნეტ სივრცეში და მალევე ძალიან დელიკატური პერიოდის გადატანა მოუხდა, ჯერ იყო მსოფლიოში გამოცხადებული პანდემია, რომლის დროსაც საინფორმაციო პორტალი არათუ ყოველდღიურ , არამედ საათობრივად კვალდაკვალ აშუქებდა საერთო მდგომარეობას რომელიც სუფევდა მსოფლიო მასშტაბით.
ასევე დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს რუსეთ – უკრაინის ომის გაშუქების საკითხს..
ჩვენი მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს სანდო და მიუკერძოებელი, აი რა გამოგვარჩევს ჩვენ სხვა საინფორმაციო საშუალებებისაგან !
მალე ახალი 2023 წელი დადგება, გილოცავთ დამდეგ ახალ წელიწადს, გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, წლების სიმრავლეს
აქვე პორტალს ვულოცავთ იუბილეს და ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს ! მრავალჟამიერ მეგობრებო !































