ეს იმ ახალგაზრდებმა მინდა წაიკითხოთ, ვინც ჩვენს თაობას მონებს და გოიმებს ეძახით, ბავშვებო ჩემო ძვირფასებო თქვენ ალბათ გგონიათ, რომ სანამ ევროკავშირის დროშებს ააფრიალებდით ჩვენ სიბნელეში ვცხოვრობდით? საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი, მაგ ” მონობის” დროს ყვაოდა ხელოვნების ყველა დარგი, კინემატოგრაფია, თეატრები, მუსიკა, მხატვრობა, ამ ერთ მუჭა ქვეყანას გვყავდა ფიროსმანი, ახვლედიანი, გუდიაშვილი, კაკაბაძე, მაგ მონობის დროს სუხიშვილებმა პირველად და უკანასკნელად იცეკვეს ლასკალაში, რადგან იქ მხოლოდ ბალეტი და ოპერა იდგმებოდა, 14 ჯერ გაიხსნა და დაიხურა ფარდა, რამაზ ჩხიკვაძემ ხელები ააწევინა ლონდონში გამართულ შექსპირის ფესტივალზე, პირველ ნომრად წოდებულ, შექსპირის როლების შემსრულებელს, ქუხდა ფეხბურთი, რეზო ლაღიძის თბილისოს მღეროდა 15 ქვეყანა და ნახევარზე მეტი ევროპა, ბითლზის მერე მსოფლიოში მეორე ანსამბლი “ორერა” იყო, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო, ჩვენი ჩაკრულო გაუშვეს კოსმოსში, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ჩვენმა 28 წლის ქირურგმა მოჭრილი ფეხები მიაკერა 6 წლის ლატვიელ გოგოს, მოსკოვში ექიმთან, რომ ჩადიოდი აქეთ გაგზავნიდნენ, ჩემთან რატომ მოდიხართ, როცა ბრილიანტები გყავთ თბილისშიო, კოკაია, ბოკერია, ფიფია, იანი, ცინცაძე, ჩაჩავა, ჟორდანია, რომელი ერთი ჩამოვთვალო, მოდა 2 კვირაში პარიზიდან პირველი თბილისში ჩამოდიოდა, ჩვენნაირ ჩაცმულ და გაპრანჭული ქალებს რუსეთში კი არა, ბევრ ევროპის ქვეყანაში ვერ ნახავდი, სამოდელო და ლიტერატურული სალონები ჩვენს ქალებს ჯერ კიდევ მე 19 საუკუნეში ჰქონდათ გახსნილი, მსოფლიო ლიტერატურა ჯერ იქ დამთავრებული არ ჰქონდათ წერა, აქ უკვე ითარგმნებოდა, შექსპირი მაჩაბელმა, რომ თარგმნა რუსებს არ ჰქონდათ ჯერ ნათარგმნი, ბალანჩინმა გაუხსნა საბალეტო სკოლა ამერიკას, პირველად, ჭაბუკიანის ნაირად ვერც მაშინ და ვერც ეხლა ოტელო ვერავინ იცეკვა მსოფლიოში, რომელი ერთი ჩამოვთვალო, მსოფლიო კულტურიდან, თუ რამ ღირებული იყო, პირველი საქართველოში შემოდიოდა, მონები, ხამები და გოიმები ეხლა ვართ😔






























