🇬🇪 🇹🇷 2023 წლის 25 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საქართველოს ელჩს, გიორგი ჯანჯღავას გადასცა მადლობის სიგელი, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისა და გაწეული უმაღლესი ძალისხმევისთვის, ასევე, ქვეყანაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავების პროცესში, აქტიური ჩართულობისთვის.
🔹მადლობის სიგელში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ თურქი ხალხი და სახელმწიფო, გამოხატავს გულითად მადლიერებას საქართველოს ელჩისადმი და არასოდეს დაივიწყებს მის ღვაწლს.
🔹 აღნიშნულ ღონისძიებაზე, სპეციალური ჯილდო – „უმაღლესი თავდადების ორდენი“, ასევე, გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს მამუკა სეფიაშვილს, რომელიც თურქეთში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
წღარო: Gürcistan Ankara Büyükelçiliği





























