როგორც დიდი მწერალი ჯონათან სვივტი იტყოდა ” პარტია ეს არის მრავალთა სიგიჟე, ერთეულების სასარგებლოდ და გასახარადო” იმდენად დაგიბნელათ გონება პარტიის სიყვარულმა, რადიკალიზმა და ფანატიზმმა, რომ ვეღარ აზროვნებთ,მზად ხართ გაწიროთ ქვეყანაც და ხალხიც, ბოლშევიკებს და ფაშისტებს გადაუჯოკრეთ სიძულვილით, ბარემ ყველამ ულვაშები მიიხატეთ და ძია ადოლფა იქნებით
😡
თქვე დალოცვილებო! საუკუნეების განმავლობაში გვჯიჯგნიდნენ და ჩვენი სისხლით ვერ ძღებოდნენ ირანელები, არაბები, ოსმალები და მიუხედავად ამისა ითარგმნებოდა მათი ნაწარმოებები, ვისრამიანი, ლეილა და მაჯნუნი, ომარ ხაიამის რობაიები, საადი, რუდაქი, ეხლა არის და წაგვლეკა თურქულმა სერიალებმა, ქართველს კულტურა და პოლიტიკა არასდროს აურევია ერთმანეთში, თქვენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ არც ზემოთ ჩამოთვლილი და არც გოეთე, არც თომას მანი, არ უნდა წაგვეკითხა, ნუ დოსტოევსკზე, პუშკინზე და ტოლსტოიზე აღარაფერს ვამბობ,არც ბეთხოვენს, არც ვაგნერს, არც ჩაიკოვსკის და არც რახმანინოვს არ უნდა ვუსმენდეთ??!! სააკაშვილი, რომ ყიდდა ქართველების სისხლით მორწყულ მიწებს არაბებზე, ირანელებზე, რუსებს რომ მიყიდა მნიშვნელოვანი ობიექტები, რუსი ტურისტები, რომ შემოყარა და ღვინო უნდა გავიტანოთო, რომ გაჰკიოდა სად იყო, მაშინ თქვენი პატრიოტიზმი? და ეხლა ნუცას ჩასვლა გახდა სამშობლოს ღალატის ფასი? არ გრცხვენიათ ხალხო ასე, რომ გადაუარეთ ამ გოგოს? პირველ რიგში რატომ გავიწყდებათ, რომ რუსეთში უამრავი ქართველი ცხოვრობს და ნუცაც, ხვიჩაც მის დაბადების დღეზე იყვნენ ჩასულები, მერე კიდე, ეს ბუბა და ნანი, რომ ეროვნულ გმირებად წარმოგვიდგინეთ, ხომ არ გავიწყდებათ, რომ ამ ორმა იქ აიწყო კარიერა, რუსეთით იშოვეს ფულები, ცხონებული ბუბა, რომ ავტომატით დარბოდა ჯაბასთან ერთად, თბილისელებს კარგად გვახსოვს, თქვენ მაშინ ჭურში იჯექით, 2008 წლის მერე რუსეთში არ წავსულვარო, რომ იქებდა თავს და პატრიოტად წარმოგვიდგენოდა, 9 აპრილის, ოსეთის და აფხაზეთის მერე რატომ წავიდა ისევ? რა 2008 მდე არაფერი დაუშავებია რუსეთს ჩვენთვის? ნაცარს ვითომ ჩვენ გვაყრით თვალებში, მაგრამ სამწუხაროდ თქვენ გაქვთ ნაცრით და ქვიშით გამოჭედილი თვალიც, ყურიც და ტვინიც, ცოტა აზრზე მოდით რაააა
😡





























