სიყვარულის (გ)ახსნა
&
შენ დაიბადე გამზადებულ სამყაროში,
გასწავლეს, რომ ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია…
ერთხელაც დაფიქრდი და მიხვდი,
რომ ეს ის არ იყო, რაც ერქვა…
როგორც ადამიანებს ეგონათ…
მაგალითად, სიტყვა „სიყვარული“…
და როცა თქვი: მე შენ მიყვარხარ…
და რადგან ყველაფერი გაუგებარი იყო,
დაიწყე ახსნა…
ერთ დღეს კი ახსენი, მაგრამ
მეორე დილით მიხვდი,
რომ ეს ის არ იყო, როგორც გუშინ ახსენი და
ისევ დაიწყე ახსნა…
მერე თქვი, რომ ეს იყო აუხსნელი
და გაჩუმდი…
მაგრამ როგორც კი გაჩუმდი, მიხვდი,
რომ რაღაც დაგუბდა შენში და
მალე ვულკანივით ამოიფრქვეოდა…
და როცა ისევ დაიწყე ახსნა,
მიხვდი, რომ
სიყვარული გხსნიდა შენ…





























