ძალიან გამახარა ბატონმა ჰასანმა, ჩემი ლექსის თურქულ ენაზე თარგმნით.
ვინც არ იცნობთ, მინდა გაეცნოთ ამ ადამიანის უდიდეს ღვაწლს და იცოდეთ,ბატონი ჰასან ჩელიქი Hasan Çelik წლებია თარგმნის ქართველი პოეტების ლექსებს თურქულად. ჩემი ყურადღება, თავდაპირველად, სწორედ გალაკტიონის თარგმანით მიიქცია… ისეთივე ლამაზი და დიადი ჩანდა გალაკტიონი, როგორც მის მშობლიურ ენაზე.
მისი თარგმანები ძალზედ დახვეწილია, დედანთან მართალი რჩება ყველა ფრაზაში, სათქმელი სწორად და ლამაზად მიაქვს თურქ მკითხველამდე.
დამეთანხმებით, მისი ეს მოღვაწეობა, საქართველოს , ქართული ლიტერატურის წარმოჩენას ემსახურება და პირველ რიგში ჩვენი, ქართველთა დასაფასებელია ეს ადამიანი, მისი დაუღალავი შრომა.
ამიტომ, ვამბობ: უღრმესი მადლობა ბატონო ჰასან, რომ გიყვართ ქართული პოეზია, რომ ასეთი რუდუნებით თარგმნით და თურქ მკითხველთან მიგაქვთ ქართული პოეზიის სილამაზე და ენერგეტიკა.
წარმატებული ახალი ქართულ- თურქული პროექტების სურვილით,
პატივისცემით,
თქვენი საქმის ერთგული გულშემატკივარი და მეგობარი
ეთერ სადაღაშვილი 🙂🙂💃































