1636 წელს ფრანკფურტში დაბეჭდილი ოსმალეთის იმპერიის რუკა.
დააკვირდით, სად მდებარეობს დასახლებული პუნქტი „აყუა“, როგორადაც აფსარები ამჟამად უწოდებენ სოხუმს. სოხუმი კი აღნიშნულია სავასტოპოლის სახელწოდებით. სოხუმის ერთ-ერთი ძველი, ლათინური წარმოშობის, სახელი.
მართალია, აფსარნი ჩამოსახლებულნი არიან აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე, მაგრამ საკუთარი დასახლებული პუნქტის სახელი ჯერ არ ჩამოუტანიათ.
ქართულ მატიანეებში „აყვა“ პირველად ნიკო დადიანთან ჩნდება, 1818 წლის ამბებთან დაკავშირებით (XIX ს. I ნახევრის მიწურული). აყვას არ იცნობს ვახუშტი.






























