ცოდვის_მანიფესტი
… ბაბუაჩემის ცივი და მძიმე კუბოჲს ნაცლად რომ ჩემი ქალის თიბილ, ჩაღუნღულებულ ხელს ვტაცე ხელი, მაპატიე, ღმერთო !
… წანაკარა ნათესავებმა , ჩემი კტარი რომ საფლავამდე თავდახრიელმა მიაცილეს, მე კი თავაწეულმა ჩევიარე და სხვას შევატიე ჩემი დასამარხი, მოჲ და მაგიც მაპატიე, ღმერთო!
განა, სიმართლე რომ ვთქვა, ასე მგონია, ტყვილაჲ ვდერდობ . რაცხა მეეჭვება, დიდად გეენსხვავებია თვალზე მიტკალგადაფარებულ ბაბუაჩემს, ვინ დააყარა თუ დაახეთქა კუბოზე მიწის გოროხები …
ისიც შიმინდე, ღმერთო, კტარზე დასაყრელი მიწა, სიმწრით რომ არ მოვმუჭე, ტუჩებთან საკოცნელად არ მივტაჲ და მუხლჩახრილმა, ბრინჯივით არ მიმოვაბნიე იმ უბეზე, თელი ცხოვრება რომ უსულით მიხუტებდა …
…არადა, სიცოცხლეში რომ გეკითხნენ, მისი სიბერის გარგანი ვიყავ და ჩემი იმედით ბერდებოდა …
ეხ, ამდენთან რაღააა და გამჩენელო, ბარემ ისიც მაპატიე , სიბეცით თუ სიბრიყვით დაღლილმა, ოჯახში ას წელს მიტანებული მოხუცის ყოლის მადლი რომ ვერ დევნახე და სასჯელად მივთვალე…. ეგ კიდევ არაფერი, მისი მოვლით სული ყიაში რომ ამომივდა , ხმამაღლა, ყველაჲს გასაგონად ვიღრიალე , ამფერი რა ცოდვა ადევს ამ სულძაღლიანს, ამდენი ხანი რომ არ ჩაძაღლდა მეთქი…
ვიცი, ღმერთო, ვიცი, ამფერ უვარგისს, წესით დაბერების უფლებაც არ მაქ… ჩემი შემყურე ბაღნებმა აქიდანვე იციან, მეც ისევე მიმაკტება ძაღლი სულში, რაფერც ბაბუაჩემს , მამაჩემს თუ დედაჩემს მიაკტა …
ვხდები, ღელიხუხუნია ახლა რამეჲს გამოსწორებაზე ფიქრი, მარა , რომ მეფიქრება, ესეც იმის ბრალი მგონია, თავიდან კაჲ კაცად რომ მზდიდენ და ბოლოს ვირი გამოვდექ…
ღმერთო, რადგან ასე ჯიგარამოჯანდრილი, ნამუსისგან გამოლომპრილი და სისხლისგან დაწრეტილი გამაჩინე, ახლა კეთილი ინებე და ყველაფერ ამასთან ერთად,
გვერდში მდგომის კარგობით გუუხარლობა და ღობის ჩხირად შეწონილი სხვისი ჭირიც მაპატიე.
ეხ, ღმერთო, განა იცი, მარა, ნეტაჲ გამოგაცდევია, რაფერი ადვილია ცხოვრება ვალდებულებების გარეშე…
ასე ხომ შენც დეჲსვენებდი და მეც აღარ გიმიკიტინებდა ტვინში ოდესღაც გაწყვეტილი ნამუსის ძარღვი , ახლა რომ ჰაცხან და რაცხაფერ გადაკოჭვილა თავიდუდში ….
და ბოლოს,თავო ჩემო, ღმერთთან ერთად, შენც მინდა პატიება გთხოვო ამდენი კაცის ცოდვა რომ აგკიდე და დასაკლავ ხარივით გაბღავლებ დღე და ღამე…
მზია სალვარიძე



























