✅ დღემდე უცნობი ფოტო 📷
თბილისი 8 იანვარი 1922 წელი
თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობის (ანგორის მთავრობის) დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლობისა და საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომელთა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო (მეფისნაცვლის ყოფილი სასახლის შიდა ეზო).
თუ არ ვცდები პირველ რიგში მარცხნიდან მეხუთე, ალექსანდრე (ალიოშა) სვანიძეა, საბჭოთა საქართველოს იმდროინდელი საგარეო საქმეთა სახალხო კომისრი. მარცხნიდან მეექვსე ანკარის (ანგორის მთავრობის) სრულუფლებიანი წარმომადგენელი (ელჩი) საქართველოში აჰმეთ მუჰთარ მოლაოღლუ (Ahmet Muhtar Mollaoğlu), მეორე რიგში მარცხნიდან მეორე ჰუსამეთთინ თუღაჩი (Hüsamettin Tugaç) თურქეთის მთავრობის სამხედრო ატაშე თბილისში.
მეგობრებო თუ ვინმეს ამოიცნობთ, გთხოვთ მომწეროთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia
T.C. Dışişleri Bakanlığı
თურქეთში საქართველოს საელჩო/Gürcistan Ankara Büyükelçiliği
T.C. Tiflis Büyükelçiliği























