აჭარული_საშაირო
მარცვალ- მარცვალ ჩამოგკაკლე,
იმ ტყემლებს და ამ ჟოლებს…
გულში ისე ჩიგიფუნჩხე –
საჭმელს რომ ვჭამ, მაჟრჟოლებს…
ვიძინებ მოღეღილ თვალით,
მოღერილი მუშტებით,
არ გეგონოს, გიგიტოლებ
ტყვილაჲ, ნუ მემუშტრები,
დაბლა კალოს ხბო ბღაოდა,
აღმა- კოთდენ კატები,
საცხა გნახავ, იქ მოგწვდები-
მკერდში დაკეტაკები…
ახლა კარგად დიმიყურე,
ძერამ შეკრა ირაო,
თუ მევდომე, მიგაყიდი,
ანაც გაგცემ გირაოდ
ამიტომაც მომეფერე,
სულზე სიო დამქროლე,
თვარა არწივს ვიღან ჩივის,
შემოგისევ ყვავ-ქორებს
სანამ დუუდევ, ალი აღას
იალაღის დავთრები…
იქობამდე უუდე თვარა,
მეხსუს დაგემართები!
მზია სალვარიძე































