ეს ჩემი პირველი სერიოზული და “ხმამაღალი” აფიშაა თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, როგორც პოეტისა და მწერლის. 2015 წელი,, ქართული კულტურის ცენტრი -ს მიწვევით ჩემი პირველი სერიოზული საღამო შედგა.
დღეს ეს ჩვეულებრივ ამბად გადაიქცა, როცა საქართველოდან პოეტებს და მწერლებს იწვევენ, მაშინაც იყო, მაგრამ ახალი “გაბედულება” და იშვიათი სიამოვნება გახლდათ.
მე გამიმართლა, უფალი თუ შენს გულს დაინახავს ,რომელშიც მხოლოდ სუფთა ოცნებები და სიყვარულია, აუცილებლად გაგიშლის სავალ გზას.
მას შემდეგ 9 წელი გასულა. მას შემდეგ რამდენი ჩემი პერსონალური და საერთო საღამო შედგა, ვინ მოთვლის, მაგრამ ეს იყო პირველი,როცა მე იმ ადამიანების თვალებსა და გულებში ჩავიხედე, ლექსებს იმ ქართველებისთვის ვკითხულობდი, რომლებიც ბავშვობის სიზმრებში მეცხადებოდნენ. ეს არის ემოცია, რომელსაც გრძნობ და ვერ წერ. მადლობა ამ დღისთვის ჩემს ძვირფას მეგობრებს ,ჩემს ქართველებს და ჩემი სისხლისა და ხორცის მიზიარე ადამიანებს.























