ხალხურ მოტივებზე
აბრეშუმის თავშალი
ცა ღრუბლებით თავშავი
მოჰყევ მოჰყევ მზის სხივო
ენთე მისხალ მისხივო
აბრეშუმის თავშალი
ხე ტოტებად გავშალე
მარწყულე და მიწამლე
ცის თაღიდან-მიწამდე
გოჯა-გოჯა , ტან ტანით
ვენა ძარღვში ტანტალით
ბორიალით ღერა ღერ
სათქმელს რატომ ვერ ამხელ
ამიტაცე ზეცამდე,
სულ მწყუროდე, ეცადე
დამკოცნე და მახარე
ია- ვარდი მაყარე
მაყარე და მაყარი
ორ ნაწილად გაყავი
ქალ ვაჟი და ქალ ვაჟი
წვიმაში თუ გვალვაში
ჩემ გზას გამოაგზავნე
მალე უნდა დავზავდეთ
ცხენდაცხენ თუ რაშ – რაშით,
ვერცხლის ხრმალი ქარქაშში!
კანკალო და ცახცახო
ამ პლანეტას გავძახოთ
სიხარულის გნიასით
უწყვეტ ფანტაზიაში
აბრეშუმის თავშალი
ცა ღრუბლებით თავშავი
მოჰყევ მოჰყევ მზის სხივო
ენთე მისხალ- მისხივო
ე.ს.
- ოქტომბერი Guest House ELIA-სტუმრების სახლი’da





























