მზია სალვარიძე : იავნანა უფროსებისთვის
შენს მკვლავებს თუ ვერ ,
ჩემს შალის შარფს შემოვიხვევ მხრებზე ამაღამ.
წინდებს ჩავიცვამ თივთიკისას,
ჩავრთავ აბაჟურს,
სხვა გვარის ვარო,-
არ იქნები , თუმც მაინც მეტყვი
და დაბუჟებულ ფეხზე დამკრავ სამჯერ ალერსით …
(ჩვენ არ ვართ ერთად,
თუმც ყოველ ღამე
გვაღვიძებს სუნთქვა მიჩვეულ რიტმით…
ჯანდაბას მიწის თავი და ბოლო,
ერთ წამში მოვალ , თუ კი შენ იტყვი… )
შენს გვერდით თუ ვერ,
შენს ფიქრებში ხომ მაინც ვწევარ…
სკამსარწეველას ვაქანავებ საწოლის გვერდით
ვით დედა აკვანს, გრძელი ბაწრით მაჯაზე მობმულს და ვმღერი ,
ვმღერი იავნანას უფროსებისთვის…





























