ხელოვნების სახლი „ლუის- პარნასი“
- ემიგრანტის ასრულებული ოცნება
ოფიციალურად, ლიტერატურული წრეებისა და სალონების პირველი აკვანი XVI-XVII საუკუნეების საფრანგეთში დაირწა. საფრანგეთის გავლენით, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ასეთი ტიპის სალონები გაჩნდა გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, მოგვიანებით – რუსეთში.
XIX საუკუნის დამდეგს, როცა საქართველოში რუსეთის ცარიზმი დამკვიდრდა, ლიტერატურულმა თავყრილობებმა და ოჯახურმა სალონურმა შეკრებებმა ჩვენთანაც იჩინა თავი. “ჩვენ, თუ რაიმე ლექსებს ვწერდით, ჩვენი ნათესავებისთვის ვსწერდით და არა დასაბეჭდად”, – უთქვამს ერთხელ თავის საახლობლოში პოეტ გრიგოლ ორბელიანს (გაზეთი “საქართველო”, #81, 1915 წ.).
მსგავსი ლიტერატურული სალონები დღესაც აქატუალურია საქართველოს დიდ ქალაქებში, მაგალითად თბილისში, ქუთაისში და ა.შ.
თითქმის უპრეცედენტო ფაქტად შეიძლება ვაღიაროთ რეგიონში მსგავსი საოჯახო სალონის, ხელოვნერბის სახლის „ლუის – პარნასის“ დამკვიდრება. იგი იმერეთში, კერძოდ ბაღდათის რაიონ სოფელ ვარციხეში 2019 წლიდან ოფიოციალურად ფუნქციონირებს და დღემდე მრავალი კულტურული შეხვედრის მემატიანეა.

- რეგიონში აღნიშნული სალონის დაფუძნება ხმამაღალი განაცხადია იმისა, რომ იქაც ცხოვრობენ აქტიური კულტურული ცხოვრებით დამკვიდრების მსურველი ადამიანები, რომელთათვისაც ცენტრალურ ქალაქებთან წვდომა ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი. ამ იდეის ავტორი და თავად ხელოვნების სახლის „ლუის – პარნასის“ დამფუძნებელი ემიგრანტი ქალბატონი ლუიზა მშვილდაძე- ბეჭვაიაა, როგორც ის აღნიშნავს, ყოვერლთვის ჰქონდა ოცნება, მსდგავსი კულტურული კერა შეექმნა ხელოვანი ადამიანების თავშესაყრელად და ამად მან საკუთარი სახლი აქცია. სალონი, რომელშიც შესვლისთანავე იგრძნობა შემოქმედებითი სული, ქალბატონი ლუიზას მიერ წლობით ნამუსვარი ნაქარგებითაა სავსე.
სალონი, რომელმაც ბევრ შემოქმედ და შემოქმედების თაყვანსმცემელს უმასპუინძლა საქართველოს მაშტაბით და არა მარტო, ემიგრანტის ასრულებული ოცნებაა და ის დღესაც ემიგრაციიდან გეგმავს ყოველი ღონისძიების მთავარ დეტალებს. სალონის ხელმძღვანელი გახლავთ პოეტი და ჟურნალისტი ქალბატონი ნათია ჯიმშელეიშვილი.
სალონის მოღვაწეობის შესახებ იბეჭდება სხვა და სხვა გამოცემებში , მათ სორის იტალიაში დაფუძნებულ ემიგრანტთა გაზეთში ‘ფესვები“.
რეგიონული კულტურის განვითარებისთვის მსგავს სალონებს უდიდესი როლი აკისრია, რასაც „ლუის – პარნასი“ დღემდე იდეალურად ართმევს თავს.
წერილის ავტორი: ნათია ჯიმშელეიშვილი




























