“დღეების ნუსხა იკარგება ცის სიმუქეში
და გარდასულთა სიახლოვით ცდილობ შემოსვას…
პაკო ❤ დღეს პაკოს დღეა…
Makvala Kharebava
“დღეების ნუსხა იკარგება ცის სიმუქეში
და გარდასულთა სიახლოვით ცდილობ შემოსვას…
პაკო ❤ დღეს პაკოს დღეა…
სულ სხვა სილბო და ძალა ახლავს სიზმრად შენს მოსვლას, როგორც ძველ ღვინოს, შენახულს ქვევრში,
დღეების ნუსხა იკარგება ცის სიმუქეში
და გარდასულთა სიახლოვით ცდილობ შემოსვას.
მათ სიმარტოვეს გაფატრული ხარის მუცელი
იმარხავს, მოგვი მეფეების ჩამქრალი კერა
და მზის ჩასვლისას მევენახე ხმობს მოუცლელი,
მიწიდან სისხლის მხურვალებით მოდის სიმღერა.
წადი და მხრებზე ვარსკვლავივით მოისხი შუქი,
რომ გადაცურო ნისლიანი ირმის ნახტომი.
როცა დამტოვებ, დილის ნიავს გაჰყვება მუშკი
და ისე გიგრძნობ, როგორც გრძნობდა მზეს ეხნატონი.
პაკო ამირან სვიმონიშვილი Pako ❤



























