ია ხასაია
ფოტომ ძველი ლექსიც გამახსენა…
თვალებს უჭრელებს თურმე ოქრო ბევრს,
ყველაფერი კი ოქრო როდია,
გადაუშლია მუხლზე ოქტომბერს
ხმელი ფოთლების მორფოლოგია…
ბოლო ფოთოლმა ზეცას შესჩივლა,
შემიჩნდა ქარი მე და ვითმენო…
თქვენ რომელ კანონს იცავთ მორჩილად,
ხეებო, სევდის მედავითნენო?!.


























