ÇANAKKAKLE DESTANI – 110′ inci yıl dönümü!
გალიპოლუს ომი ტროას ომს გვაგონებს…
მემორიალზე ამოტვიფრულია ათათურქის სიტყვები, რომელიც მიუძღვნა გალიპოლუს ანუ ჩანაქქალეს ომში დაღუპულ მეომრებს. გალიპოლში ერთნაირად მიაგებენ პატივს როგორც თავიანთი, ისე მტრის ჯარისკაცების საფლავებს…
გალიპოლის ბრძოლა, გალიპოლის ოპერაცია, დარდანელის ოპერაცია, ჩანაქქალეს ბრძოლა (თურქ. Çanakkale Savaşı; ინგლ. Gallipoli Campaign) — მასშტაბური სამხედრო ოპერაცია პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გაიმართა უინსტონ ჩერჩილის ინიციატივით. ბრძოლაში მონაწილეობდა ანტანტის ქვეყნები, ძირითადად დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ოპერაციის მიზანი იყო კონსტანტინოპოლის ხელში ჩაგდება და რუსეთისათვის საზღვაო გზების გახსნა. გალიპოლის ბრძოლაში გამარჯვებას თურქებისთვის ჰქონდა უდიდესი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა. ამ ბრძოლის შემდეგ ბულგარეთი პირველ მსოფლიო ომში ჩაება ოსმალეთის მხარეს, ხოლო უინსტონ ჩერჩილი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო. გენერალ ფონ სანდერსს „აღმოსავლეთის ჰინდენბურგი“ უწოდეს, ხოლო სულთან მეჰმედ V-ს ურჯულოებზე გამარჯვებულის – ღაზის ტიტული მიანიჭეს. დარდანელის ოპერაციის ჩავარდნით წაგებული დარჩა რუსეთი, რომელსაც სრუტეების რაიონი უნდა რგებოდა…
ტრადიციულად ყოველი წლის 18 მარტს თურქეთში ჩანაქკალეს გამარჯვებას ზეიმობენ. შარშან ამდროს თურქეთის დროით 16.00 წუთზე ამ გამარჯვების 107-ე წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა 1915 ჩანაქქალეს სახელობის ხიდი, რომლის სიმაღლე 318 მეტრია, ხოლო ლითონის ბიჯები მესამე თვის მეთვრამეტე დღეს ანუ 18 მარტს გამოსახავს. საერთო სიმაღლე 2023 მეტრია და თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავს. ხიდი, რომელიც 3.1 მილიარდი ევრო დაჯდა, ითვლება მსოფლიოში ყველაზე განიერ და ყველაზე მაღალი ლითონის ბიჯებიან ხიდად…




























