KADİFEKALE – İZMİR
Makvala Kharebava
KADİFEKALE – İZMİR
იზმირის თავზე აღმართული კადიფექალეს ციხე-სიმაგრე ( ხავერდის ციხე) 2 ათას 400 წელს ითვლის. იგი ააშენა ლისიმაკმა, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთი ხელქვეითი იყო, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში და დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა ქალაქს, როგორც თავდაცვით ნაგებობა. ამ ციხე-სიმაგრის მრავალსაუკუნოვანი ისტორია საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია. მე-13 საუკუნეში პაპა იოანე III -ის დროს ციხე-სიმაგრის შიგნით ეკლესია მონასტრები აშენებულა. მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში კადიფექალე თემურლენგმა აიღო. ხოლო მე-16 საუკუნეში კადიფექალე და ქალაქი თურქების ხელში გადავიდა. ციხესთან შემორჩენილია წყლის ცისტერნები , რომელიც რომაელებმა ააშენეს და ქალაქს დიდი ხნის განმავლობაში ამარაგებდა წყლით. ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე პირველი გათხრების დროს იპოვეს მიწისქვეშა კაზამატების ( მიწისქვეშა სისტემები ) დიდი რაოდენობა . 2010 წლიდან იზმირის მერიამ ციხე-სიმაგრის სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 2020 წელს კადიფექალე იუნესკოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანეს. ღირს ნახვად! 🙂



























