Natia Jimsheleishvili
ეს ჩემი პირველი პოეზიის სარამოა თურქეთში ქალაქ სტამბოლში, მომინდა გამეზიარტებინა თქვენთვის. ჩემი პირველი შემოქმედებითი ვიზიტი ქალაქ სტამბოლის “ქართული კულტურის ცენტრის” მიწვევით მოხდა.
ბიოგრაფია – რეკომენდაცია
ნათია ჯიმშელეიშვილი დაიბადა 1980 წლის 23 სექტემბერს ქ. ქუთაისში, იგი ბავშვობიდან გამოირჩეოდა გონიერებით და განსაკუთრებული ნიჭით.
ნათიამ სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა ჰუმანიტარული ლიცეუმი. შემდეგ ჩააბარა პედაგოგიკისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე ” რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა, ამის შემდეგ. სწავლა განაგრძო აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მე 2-ე კურსიდან, პარალელურად იგი სწავლობდა ჟურნალისტიკის სკოლა-სახელოსნოში, ნათიამ ამის შემდეგ გაიარა ფსიქოლოგიის ზოგადი კურსი და ინფორმატიკისა და კომპიუტერის კურსები.
სტუდენტობის პერიოდში ნათია იყო გაზეთ “ინტელექტი“-ს კორესპოდენტი, შემდეგ გაზეთ “ახალი თაობის“ კორესპოდენტი, მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტი ახალგაზრდული კლუბის პრეს სამსახურის უფროსი.
2006 წლიდან ნათია ჯიმშელეიშვილი გახდა შპს (გამოპმცემლობა) “უ ქ ი მ ე რ ი ო ნ ი ს“ დირექტორი და მთავარი რედაქტორი, სადაც მუშაობს დღემდე. დააფუძნა საბავშვო-საყმაწვილო გაზეთი “მინინო“, რომლის რედაქტორიც თვითონაა. ასევე დაფუძნა ახალგაზრდული შემოქმედებითი პერიოდული გამოცემა “არტ ერანი“, რომელიც დღემდე გამოიცემა.
2009 წელს მან დაარსა შემოქმედთა საზოგადოება “მზის თეატრი“, რომელიც ნათიას ერთ ლექსის სათაურს ატარებს.
იგი არის ამავე საზოგადოების პრეზიდენტი. ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას ცდილობას აღმოაჩინოს ახალგაზრდა ნიჭიერი თაობა და გზა მისცეს მათ წარმატებული მომავლისაკენ. “მზის თეატრის“ ეგიდით 5 წლის განმავლობაში მას ჩატარებული აქვს 100-მდე ღონისძიება, მათ შორის დააფუძნა ყოველწლიური შემოქმედებითი მარათონი, რომლითაც სხვადასხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ.
ნათია ხშირად მონაწილეობდა საბავშვო და ნორჩ პოეტთა და მწერალთა კონკურსებში საქართველოს მაშტაბით, არაეთხელ ყოფილა კონკურსის გამარჯვებული.
სტუდენტობის დროს მისი ლექსები იბეჭდებოდა საუნივერსიტეტო გამოცემებში.
ნათიას მიერ დაწერილი სცენარებით მისივე სტუდენტობის წლებში იდგმებოდა არაერთი საქალაქო ღონისძიება, იგი წერდა ასევე პიესებს ახალგაზრდული თეატრებისთვის.
ნათია ჯიმშელეიშვილის პირველი პოეტური კრებული “ფიქრები მუხების ქარდაქარ“ გამოიცა გამომცემლობა “მოწამეთას“ მიერ 2000 წელს. მან ბედი საბავშვო პოეზიაშიც სცადა, რაც წარმატებით გამოუვიდა, მისი საბავშვო პოეტური კრებული “აბა დელი-დელიაო“ გამოიცა 2010 წელს, მისი ლექსები ნორჩ აღსაზრდელთა პროგრამაშია შეტანილი…
ნათელა ჯიმშელიეშვილის პირველი პოეზიის საღამო გაიმართა ქ. ქუთაისის მწერალთა სახლის სააქტო დარბაზში.
ავტორია მოთხრობების, ნოველების, მინიატურების არის ორი რომანის და ათამდე პიესის ავტორი. რამდენიმე მისი ლექსი და პროზაული ნაწარმოები ითარგმნა ინგლისურ და გერმანულ ენებზე. ახლა უკვე თურქულ ენაზეც…
შექმნილი აქვს რამდენიმე სატელევიზიო პროექტი, არის რამოდენიმე სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი..
მისი პირველი პერსონალური გამოფენა რომელიც მოეწყო 2013 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქველმოქმედო ხასიათის იყო. შემდეგი გამოფენა მოეწყო ქ. თბილისში, სადაც მისმა ნამუშევრებმა ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა.
ნათია ჯიმშელეიშვილი არის საზოგადოება “ქუთაისელის“ საზ. “ბაღის კიდის“ “ქალთა საზოგადოების“ და სხვათა აქტიური წარმომადგენელი.
იგი 2 შვილის დედაა
რეკომენდაციას ხელს აწერს
თეიმურაზ ლანჩავა
საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის
რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე.
2015 წ




























