საღერღელე
ღელე – ღელე ვიარე და
ქვა ღორღებზე გედევღლიტე
ბაღნებივით მუხლები და ინდაყვი,
ჰად არ მიველ,
რა არ ვნახე,
ვის არ ვეცი,
ვინ არ ვლოცე…
თურმე კარგად ,
მარტვაჲ შენთან ვიყავი …
შენ ყოფილხარ ჩემი ღურნე,
ჩემი გულის ღრიჭე,
ბიჭო,
სათქმელს თუ ვერ უყრი,
ღარჭო,
სახლშიც ვერ მიგყავარ,
ასე წარედ
ხელებს რაჲსთინ მიჭერ ?
დაღრეკილა ღარში მორი,
ხავსმოდებულს მივენდე და თვალებიდან ჩამოვკაკლე ღვენთი,
მოვადინე ჟღვართალი და,
წამევკიდე
კიდით -კიდე ,
ღობე-ყორე,
ღურდან -ღარი
და ღარდაში ჩამევყვანე ღმერთი…
სულო, სულზე წარე ხარ და
თვალის ჩინზე საჩინო ხარ თვალო,
აქ ღარდაში ჩავარდნილმა
ღლოფო პეშვით აღმა ვყარო
თუ ვიჯდე და,
მე ღერღეშამ,
ქვესკნელიდან ვარსკვლავები ვთვალო ?
არანდარა,
ახლა სადმე,
ღრუტუნაჲ რომ მანახვია,
გავძვრებოდი მატლივით და
გავწვებოდი ღრე ჭაჭნობში მზეზე…
ბიჭო, ჭყინტი ყველის დარო,
ჩემკენ პირი არ იბრუნო ,
თვალი აღარ გამოგექცეს,
თვარა გარგანს კოჭიძირში გბეზებ…
შენ რომ დიდი გული გქონდეს,
იგივსებდი უბეს ზღმარტლით
და ზღაპრიდან ამომხტარი
ყელზე შემოგეხვეოდი ჭიგოდ,…
მარა, მარტვაჲ მიციცქირებ,
ახლო მოხვალ იგრიხები,
ვერ მისწორებ თვალიკაკალს თვალში.
ისე როისნა გამოკაცდე,
ისე როისნა მეიფერულო
მოხვიდე და შემომჭიდო ხელი?
არანდარა,
რომ შეგეძლოს …
წყალზე წისქვილს მივაგნებდი,
მის წინ მუხლზე დავდგებოდი,
ხელსაფქვავზე დავიწყებდი ღერღვას,
ღმერთმა მოგცეს სისაღეო -,
დამლოცავდა გამვლელი და
თაფლი გადმოეღვრებოდა ლეღვებს.
დავღერღავდი საღერღელეჲთ
შენი კალოჲს პურის თავთავს
დიგიცხობდი თბილ, ღუნღულა პურებს…
მარა ვატყობ,
იმ ხანობაჲ,
სანამ რამეს მეჲფიქრებდე,
შენზე მეტად ჭია-ღუა ,
შენზე მეტად მიწის ხარო
ხარობს და მე,
შენ მაგივრად
ჩემ ჭირად და შენ ვარამად
ადგება და მიწა შემიპუებს…
მზია სალვარიძე
ღურნე – წისქვილის დახურული ღარი, საიდანაც დაქანებული წყალი ეცემა ბორბლის ფრთებს
ღრიჭე-ოდნავ ღიად დარჩენილი კარი
ღარჭი-ბიჭი, ჭაბუკი ( ტაო-კლარჯეთისა და იმერხევის მეტყველებაში )
ღარდა- ხრამი, ძნელად მისადგომი ადგილი
ღლოფო-ღრმა ტალახი
ღერღეშა-უყურადღებო, ყურადღებაგაფანტული
ღრე-მღვრიე
ჭაჭნობი- მუდმივად სველი ადგილი
ხარო-ორმო.
R

Yeni yerler keşfetmenin, yolda olmanın ve küçük kaçamakların tam zamanı! 🏖️ 🧳
www.metroturizm.com.tr
metroturizm #metroilegeziyorum #turkiye #seyahat #yolculuk #guvenliyolculuk #indirim































