მე
მე კოლხეთის ასული ვარ, კოლხურ წარმომავლობით
და ყოველდღე ლექსებსა ვწერ, არა მხოლოდ განწყობით,
მაღალ მთიდან სიო როცა მეფეთება სახეზე,
ზღაპრის ფონზე დახატული- ღიმილ დამკრთის ბაგეზე.
მე ველური ყვავილი ვარ, სასწაული ხიბლითა,
ვცვარავ თვალებს, ვით სამყაროს,- ნისლი ყოველ დილითა,
ღელის ჩუმი ჩურჩულივით ვიარები საწუთროს,
უფალსა ვთხოვ ყოველ სისხამ- ჩემი კუთხე აკურთხოს.
ყაყაჩო ხომ მიყვარს,მაგრამ არ ვღალატობ გვირილას,
ხობის წყალის წვეთებს ვითვლი, ყურს არ ვუგდებ ,,ყვირილას”,
,,ნანა სი დო, ნანა სკუას” ჰანგებზე ვარ გაზრდილი,
თავზე თუ არ, გულს მახურავს თეთრი, წმინდა მანდილი.
წყაროს წყალი პირველ შევსვა, მისთვის მოედინება,
იმიტომ,რომ მასთან ვსახლობ, ღმერთმა ასე ინება…
ჩემი ხეთის ვარდ-ბაღნარის სურნელია დამყვება
სიყვარული ამ მიწა-წყლის საფლავშიაც ჩამყვება.
12.12.2025.
ნესტან ხარებავა
Nasti Nasti



























