🔷 საქართველო-თურქეთის ტურიზმის თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების გზები განიხილეს. გარდა ამისა, მათ შეეხნენ ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის კავშირების გაძლიერების საკითხებს.

🟢 თბილისში გამართულ სამუშაო შეხვედრას ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ხოლო თურქული მხრიდან კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი ხელმძღვანელობდნენ.
🔷 ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, თურქეთთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
🟢 „თურქეთი ტრადიციულად საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი და უმსხვილესი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და ეს ეხება ტურიზმის სექტორსაც. თურქეთი შემოსული ტურისტების რაოდენობით საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა. ჩვენ განვიხილეთ არსებული თანამშრომლობა და ინტერესთა სფეროები, რათა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ეს მოიცავს გამოცდილების გაზიარებას, რიგ პროექტებს და კერძო სექტორის თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტების ნაკადი გაიზარდოს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
🔷 შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ქვეყნის ტურისტულ პოტენციელსა და სექტორის განვითარების დინამიკაზე პრეზენტაცია წარადგინა. თურქული დელეგაციის ხელმძღვანელმა ერთობლივი პროექტების განხორციელების მოლოდინებზე გაამახვილა ყურადღება.
🟢 ორ ქვეყანას შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია ყვავანტირაძე და DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშკან მჟავანაძე.
https://rustavi2.ge/ka/news/362491
https://www.facebook.com/share/1HkxKGeW2X/
Gürcistan-Türkiye Turizm İşbirliği Çalışma Grubu’nun ikinci toplantısı gerçekleştirildi.

Toplantı çerçevesinde taraflar, ortaklığı derinleştirme ve yeni girişimleri uygulama yollarını görüştüler. Ayrıca ortak turizm ürünleri oluşturulması ve iki ülkenin özel sektörleri arasındaki bağların güçlendirilmesi konularını da ele aldılar.
🟢 Tiflis’te düzenlenen çalışma oturumuna Gürcistan tarafında Ekonomi ve Sürdürülebilir Kalkınma Bakan Yardımcısı Irakli Nadareishvili, Türkiye tarafında ise Kültür ve Turizm Bakan Yardımcısı Nadir Alpaslan başkanlık etti.

🔷 Irakli Nadareishvili’ye göre, turizm alanında Türkiye ile işbirliği stratejik öneme sahiptir.
🟢 “Türkiye, geleneksel olarak Gürcistan’ın en önemli ve en büyük ticaret ve ekonomi ortağı olmuştur ve bu durum turizm sektörü için de geçerlidir. Türkiye, gelen turist sayısı bakımından Gürcistan için en önemli ülkelerden biridir. İki ülke arasındaki turizm işbirliğini daha üst bir seviyeye taşımak için mevcut işbirliğini ve ilgi alanlarını görüştük. Bu, deneyim paylaşımını, bir dizi projeyi ve özel sektör işbirliğini kapsamaktadır. Ülkelerimiz arasında turist akışının artması önemlidir,” dedi Ekonomi ve Sürdürülebilir Kalkınma Bakan Yardımcısı Irakli Nadareishvili.

🔷 Görüşmede, Ulusal Turizm İdaresi Başkanı Maia Omiadze, ülkenin turizm potansiyeli ve sektörün gelişim dinamikleri hakkında bir sunum yaptı. Türk heyet başkanı, ortak projelerin uygulanmasına yönelik beklentilere odaklandı.

🟢 İki ülke arasındaki ikili görüşmeye Ulusal Turizm İdaresi Başkanı Maia Omiadze, Acara Turizm ve Tatil Beldeleri Dairesi Başkanı Tinatin Zoidze, Gürcistan Turizm Birliği Başkanı Natalia Kvachantiradze ve DEIK Türkiye-Gürcistan İş Konseyi ve Gürcistan Uluslararası Yatırımcılar Derneği Başkanı Osman Çalışkan Mzhavanadze katıldı.

































