Dünya çapında koronavirüs (COVID-19) vakalarındaki artış nedeniyle, yurtdışında yerleşik olan Gürcistan’ın diplomatik misyonlar ve muvazzaf Başkonsoloslukları 4 Nisan 2020’ye kadar hizmet kısıtlamaları uygulayarak özel bir hizmet rejimine/moduna geçmektedir.
Yukarıda bahsolunan kısıtlamalar, uzaktan erişilebilir konsolosluk hizmetleri için geçerli değildir. Bu hizmetler hakkındaki bilgiye www.geoconsul.gov.ge sitesinden ulaşabilmaktadır.
Acil durumlarda, Gürcistan vatandaşları telefon ve/veya e-posta yoluyla Elçilik veya Konsoloslukla irtibata geçmelidir (E-mail: [email protected]; Telefon: +90 212 270 02 61; Acil Hattı +90 541 818 44 00)
Konsoloslukla iletişimin bir sonucu olarak Gürcistan vatandaşlarının Konsoloslukta acil olarak hazır bulunması gerektiği hâlde vatandaş aşağıdaki kurallara uymak zorunda kalacaktır:
Vatandaşlar Konsolosluğa tek, yanlarında kimse olmadan gitmelidir (bu reşit olmayanlar için geçerli değildir).
Vatandaşlar, Konsoloslukta tam belirtilen saatte – ne erken ne de geç – hazır bulunmalıdır.
Koronavirüs taşıyan bir kişiyle temas hâlinde ya da grip belirtileri olan vatandaşların Konsolosluğa gelmemeleri rica olunur.
Konsolosluktan hizmet almaya gelen vatandaşların, kişisel koruyucu ekipmanlarla donatılması gerekmektedir.
Konsolosluğa girer girmez vatandaşlar, girişindeki el dezenfektanı kullanmak zorundadır.
Vatandaşlar konsolosluk personeli ile temas kurmaktan kaçınmalıdır.
Vatandaşların, dezenfektanlar ve hizmet sırasında ihtiyaç duyulan eşyalar hariç, konsolosluktaki ek öğelere dokunmaktan kaçınmaları gerekmektedir.
Yabancı vatandaşlara sadece uzaktan erişilebilir konsolosluk hizmetleri uygulanacaktır.
Dışişleri Bakanlığı, durumun kötüleşmesi hâlinde, belirlenen kısıtlamaların geçerlilik süresini uzatma hakkına sahiptir.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 4 აპრილამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები გადადიან მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს.
აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია www.geoconsul.gov.ge
გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს (ანკარაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ტელ: +903124918034; ცხელი ხაზი: +905336903040; ელ.ფოსტა: [email protected]).
იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების შემდეგი წესები:
საკონსულოში გადაუდებელი აუცილებლობის მომსახურების მიღების მსურველმა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი ნორმები:
მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს).
მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).
მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.
მოქალაქე საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით
მოქალქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.
მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.
მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება, მხოლოდ დისტანციურად.
საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გააგრძელოს დადგენილი შეზღუდვების მოქმედების პერიოდი.



























