ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, გვეწვიოთ უნივერსიტეტში, სადაც წარმოგიდგენთ გამოფენას “ეთნოლოგი ქალები საქართველოში”. გამოფენა ეძღვნება აწ გარდაცვლილ ეთნოლოგთა, ამაგდარ მეცნიერთა ხსოვნას.
გამოფენა გაიხსნება 26 აპრილს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი, ნომერი პირველი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი. გამოფენაზე ნახავთ ქართველ ეთნოლოგთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ექსპოზიციას, მათ საარქივო მასალას, პირად ნივთებს, მონოგრაფიებს.
გამოფენა მოამზადა თსუ მუზეუმმა, თსუ ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტმა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქივმა.






































