-„მოქალაქე“ – 26 მაისს, 16:30 საათზე, მწერალთა სახლში ირაკლი კაკაბაძის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება.
– იაკი კაბეს ახალ წიგნში კიდევ უფრო გამოიკვეთა ის თემები და სათქმელი, რაც ავტორის სხვა კრებულებშიც წინა პლანზე იყო: მოქალაქე, მისი პასუხისმგებლობა, მოძალადე სისტემის პირისპირ დარჩენილი შემოქმედის პოზიცია, რომელსაც უჭირს რამის შეცვლა აგრესიით დამუხტულ გარემოში, მაგრამ ის მაინც შეუძლია, რომ ადამიანი დააფიქროს თავის მნიშვნელობაზე, ნამდვილ ღირებულებებზე.
-ეს ნოსტალგიური წიგნია, მოკლე და შთამბეჭდავი სახეების, შეგრძნებების გადამრჩენელი. მას ნამდვილი პერსონაჟები ჰყავს, მიძღვნის ადრესატები თუ ნაგულისხმევი გმირები, რომლებიც ავტორის ნებით ტექსტში (გა)დარჩნენ, იმიტომ რომ ჩვენც შეგვინარჩუნონ სიცოცხლის, სიყვარულისა და ძვირფასი იდეალებისთვის თავგანწირვის განცდა.
-რედაქტორი: ზვიად კვარაცხელია
-დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი































