წლების წინ, ცნობილი თურქი პროფესორი, მთარგმნელი და ქართველოლოგი, ჰარუნ ჩიმქე დამიკავშირდა, რომელმაც თურქულ ენაზე, ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნის თარგმნა შემომთავაზა. მე ვუთხარი, რომ უამრავი წიგნია, რომელიც უფრო დიდ მნიშვნელობას ატარებს და კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს, თუ მისი წაკითხვა თურქულ ენაზეც გახდებოდა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთია დათა თუთაშხია და შევთავაზე, რომ ჩემი წიგნის ნაცვლად ეს შესანიშნავი რომანი ეთარგმნა.
საბოლოოდ, ჰარუნმა მაინც თარგმნა ჩემი ავტობიოგრაფიული წიგნი, მაგრამ თარგმნა დათა თუთაშხიაც და ამით ბედნიერი ვარ, რადგან ეს წიგნი ბევრ რამეს იტევს ადამიანური ურთიერთობების, სწორის და არასწორის, პრინციპის არ დათმობის, თავგანწირვის, მეგობრობის და არაერთი მნიშვნელოვანი ადამიანური ღირებულების შესახებ. მიხარია, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, შალვა კირთაძის მიწვევით, ქუთაისში, აჩისთან ერთად დავესწარი წიგნის პრეზენტაციას.
მადლობა ყველას ამ შესაძლებლობისთვის და განსაკუთრებით ჰარუნ ჩიმქეს, გამოჩენილი ინტერესისა და ასეთი მნიშვნელოვანი წიგნის თარგმნისთვის 🙏
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Akaki Tsereteli State University
Harun Çimke Achi Arveladze 🇬🇪🇹🇷


































