ასეთი ტრაგედიები ერებს აერთიანებს, ჩვენ პირიქით რატომ გვემართება.
რატომ არ ვაცდით გლოვას სულდახუთულ ჭირისუფალს, რომელმაც ერთი ოჯახის წევრი მიწას უნდა მიაბარის, მეორე კი მიწაში ეძებოს.
რა ჯანდაბად გაინტერესებთ ამ დროს “ვინმესისტობა”.
ეს თუ ასეთი უპირატესია ზოგიერთი განმკითხავისთვის, ჩათვალეთ ,რომ იმ სტიქიაზე მეტი ხდება თქვენს შინაგან მე-ში.
ქვეყნის გამრიგეები როგორ ხართ ამისტებიც და იმისტებიც. ყველაფერი “რაფერ” იცით კაცო ზოგიერთებმა, ღმერთს მაინც ნუღარ ადანაშაულებთ საკუთარ დანაშაულში.
ერთი ისაა კიდე, რომ ამ ტრაგედიას მსოფლიო ადევნებს თვალს, მაგრამ იმავე მსოფლიოს არ შეუძლია განმარტოს ყველა ასეთი სულდაცემული კლავიატურის ვირთხების კომენტარების გაშიფვრა. თარგმნა და გაცნობა საერთოდ.
თორემ თავი გვაქვს მოჭრილი ამდენი ერთმანეთთან მტრობით ასეთ დროს.
ზოგიერთი იმასაც რომ კუთხულობს, ნეტა რამდენს უხდიან ხელფასს, ვინც ამ სამაშველი ოპერაციაში იღებს მონაწილეობასო. ზნედაცემულობაა პირდაპირ. ამ დროს შენ ფიქრობ ეკრანს მიშტერებული იმათ ხელფასზე, მაგრამ ისინი ფიქრობენ ლაფიდან როგორ ამოაღწიონ გვამები და გაიყვანონ ხმელეთზე. ასეთები ყველა ამ კატეგორიის ადამიანები თან ერთმანეთს აშინებენ ღმერთით.
დავაცადოთ ადამიანებს “ჭირსა შიგან გამაგრება”.
და-ვა-ცა-დოთ.
მადლობა ყველა ჯარის კაცს, მაშველს, თუნდაც ძიების პრიცესში ჩართულ ძაღლებს,იმისათვის რომ პირდაპირ თქვენზე გადადის ის ყველაფერი, რაზეც ჩვენ მხოლოდ ვწერთ და ვნერვიულობთ.





























