Ცა წითელა ალვანი…
ნოსტალგიის ძმაკაცი ვარ,
მონატების მყვარები,
ჩემი ეზოს კაკლის ხე ვარ,
სახლის კლიტე კარები.
Დანამული ბალახი ვარ,
ამაყად რომ ბიბინებს,
ფიქრით ეხლაც იქ ვიყავი,
გავედი და ვირბინე.
Მოვიარე მეზობლები,
მივაგებე სალამი,
ვისაუბრე მოვიკითხე,
გადავღალე კალამი.
Მოხუცების თვალები ვარ,
მორცხვად თავს რომ დახრიდნენ,
მისულს თხოვნას მახვედრებდნენ,
შვილო აღარ წახვიდე.
Ჩემი სოფლის მიწა ვარ და,
ლუკმა პური ალალი,
ღმერთო როგორ მენატრება,
ცა წითელა ალვანი.
/12/09/2023/
Გ რამაზაშვილი.






























