ჩემი საახალწლო მილოცვა/გასათხოვარ_მეგობრებს 🙂 ბედის_დაყივლება
სიყვარულს თუ არ დუუხმე და არ მეჲპატიჟე, მისთვინაჲ არ გადმოახტება აყორილ კედლებს და შემეეპეჭება გამოკლიტულ კარებში… მაჲ მერენა ამობიქსო და ამოქოლო, როჲცხა შიან შევა ვინცხა თვარა, ისე რა აზრი აქ ? არა, ხალხში ნამეტანი გამოფელენგება და თავი დუდზე ასლაც არაა ქალობა, მარა , აჲ ოდებს შეფარებული ციცაები, ძალვან მიშლით ნერვებს. გოო, რომ ემალვი, ვის ემალვი ? ვინცხაჲს ნათქვამით თუ ნაქნარით რაფერნა გეეთხვო ? მერე გწყინან, გაფაქებულებს რომ გიძახიან პირში თუ პირუკუღმა …
არა, განა ზოგისთინ წყალი აღმა მიდის და ბედი კარზე უკაკუნებს ( #ჩემსავით ),
მარა ისეც ხომაა, უკაცოდ რომ მიეშურებიან მიწისკენ? პირი ქვისკენ მიქნია და ჯვარი გწერიან გოგვებო, მარა , დედას გაფიცებთ, მართლა ლუკმის პირში ჩავარდნას თუ არ უცდით, პაწაჲ გეექან-გამეექანეთ, მოაჭყვარტალეთ მაჲ არდასაფსობი თვალები… ყველთვინ კი არ მოაქ სიკეთე პირის ახვევას და თვალების წათხრას.
ახლა ისე ნუ გიმიგებთ, რომ კურტუმოჲს გაქანებას და რაცხა ბლაყურის ქნას გავალებდეთ მარა ,თქვენ თუ სახში დასმუტვილი ჯდომა ნაკლები სიბლაყვე გგონიან, მე ბოდიში. მასე რომ ვმჯდარიყავ და მეცადა, მეც მეტირებოდა რჯულის კენწერი და აჲ ერთი ნაჭარი ქალი დავრჩებოდი უკაცოდ …
ვიცი , კითხულობთ ახლა და ფიქრობთ, ეტყობა ბზიკი აქ ნაჭამი და ებზაკუნებაო, მარა , #ამ_საახალწლოდ, რაფერც მე ვარ გვერდებგამთბარი და ბაღან-ბუღნით კალთა ამოვსებული, ისე მინდა იყოთ თქვენც და დეჲჯერეთ, იმფერი კაჲ ფეხის ვარ, თანაც მამის პირველი, რომ აგერ თქვენ და აგერ მე, თუ ბედის დაყივლება არ გეჲგონოთ ამ ხანობაჲ…




























