Santa Maria kilisesi deki saldırı kınıyoruz
Saldırıda hayatini kaybeden arkadaşımız Tuncer Murat Cihanı anıyoruz!
Maya Mchedlidze Uzal: ეკლესიაზე თავდასხმის ფაქტი შემაძრწუნებელი შედეგით დასრულდა! ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას , ტერორიზმს შოვინიზმს.
თანაგრძნობას ვუცხადებთ თავდასხმის შედეგად დაღუპული თუნჯერ (მურატ) ჯიჰანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
სტამბოლში/ სარიერში მომხდარი (სანტა მარია )ეკლესიაზე შემზარავი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი თუნჯერ(მურატ) ჯიჰან , ჩვენი ძალიან ახლო მეგობრის ოჯახის დიდი ხნის მეგობარი იყო , ღმერთმა გაანათლოს მისი სული , მე მას პირადად ვიცნობდი , მთხოვდა ერთად წავსულიყავით საქართველოში, დაინტერესებული იყო ქრისტიანული რელიგიით და მოინათლა კიდეც ქრისტიანულად.. საოცარი პიროვნება იყო , უაღრესად განათლებული და კეთილშობილი ადამიანი , მართლმადიდებლური აღმსარებლობის შესახებ მეკითხებოდა , მუდამ უფლის ძიებაში იყო მურატი და გვჯერა რომ ამჯერად ღმერთმა მართლაც მიიბარა მისი სული , ანთებული თვალებით მეუბნებოდა , ძალიან მინდა თქვენი პატრიარქის ილია მეორეს გაცნობის შანსი მომეცესო , მასზე ბევრი მაქვს წაკითხული და გაგონილიო… ძალიან სამწუხაროა რომ მას ეს სურვილი არ შეუსრულდა… უფალს ებარებოდეს შენი სული მურატ აბი ! …




























