Eka Otarashvili
ამონარიდები ჩემი მოთხრობიდან
სურვილებში ვრჩებით მაშინ, როდესაც არ შეგვიძლია მზერა გავუსწოროთ ხედვის ცენტრს, შეგრძნებებიდან გამომდინარეს და გვერდით ჩავლას ვეჩვევით.
ჩვენს იქით უამრავი შესახვევი იყო, სადაც ბევრს არ დაედგა ფეხი თავისივე უინტერესობის ან გაუბედაობის გამო... მე კი იქ, ღამის სიბნელესთან ერთად ვკითხულობდი, ხვალ და ზეგ დასაწერ პოეზიას, რომელსაც თქვენთან უნდა შემოეღწია, რომ დაგეჯერებინათ ჩემი არსებობა, რადგან მე ვიჯერებდი თქვენს არსებობას.
მე მაჯერებდნენ, მე ვაჯერებდი, ისინი სხვას აჯერებდნენ და ეს ჯაჭვი მიდოდა, ვიდრე ვინმეს დაუჯერებლობა არ მოიტანდა ტკივილს.
მე ვნახე ადამიანი როგორ შეადარეს ცარიელ ფეხსაცმელს, რომელიც ისევ მათთვის გაიცვითა. თუნდაც...
რატომ უკვირდად სიცარიელე? და უკვირდათ.
დღეს კი, მას მხოლოდ არარაობად წარმოგიდგენენ, რომელმაც თურმე ვერაფერი დატოვა, ცარიელი ფეხსაცმლის გარდა.
ვინ სთქვა, რომ ეს არ სტკიოდა?
ვინ სთქვა, რომ სხვისთვის ტკივილის მიყენება არ სტანჯავდა და თვიგვემაში არ იყო? იცის კი, ვინმემ ეს?
მე ვნახე, სამყაროსთან შემაერთებელი ძაფები როგორ გადაუჭრეს და გადაჭრილი ძაფები, თითებზე როგორ დაიხვიეს ქედმაღალი ღიმილით. ეს ძაფები მისთვის სასიცოცხლო იყო.
საკუთარი თავის რწმენის დაკარგვას უწინასწარმეტყველებდნენ და დიდი ცეცხლის კოცონის ირგვლის ხორუმს ცეკვავდნენ. რწმენის, თავდაჯერების გადასარჩენად კი არაფერს პატიობდნენ და შეეძლოთ, მისთვის ყველაფერი ეწოდებინათ.
რას განიცდიდა?…ეს მხოლოდ თვალ გახელილმა ღამეებმა იცოდნენ.
მრ ვნახე ადამიანი, როგორ იდგა ყველაფერს დამორჩილებული. არა უმწეობის გამო, არა… აღარ სჯეროდათ მისი და არც
ცდილობდა…საღირალი უკვე დაუკარგეს.
დაე, იფიქრონ ისე, როგორც ხედავენ.
დაიღალა…
მისი სიკეთიდან ვეღარაფერს ხედავდნენ და ისიც, მხოლოდ შეცდომის პალოზე მიბმული ყნოსავდა დედამიწას.
შეცდომა არ გამორიცხვას ჭეშმარიტებას.
არაღირებულზე სიტყვების დახარჯვაც კი ეზედმეტებოდა, რადგან გაცილებით ძვირფასი მისთვის სიტყვები იყო, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენოდა.“




























