Zaza Tsurtsumia
სულგანაბული ვზივარ. ქვეყანა ვერ ისვენებს. ძალიან ძვირფასმა მეცნიერმა, სოხუმელმა ქალბატონმა მთხოვა რამე დამეწერა და თავს ვალდებულად ვთვლი დავწერო. აი ესაა, რაც გამოვწურე.
ფეხბურთი ომი არ არის და მითუმეტეს იბერიელებთან რა გვაქვს საომარი. დედოფალ იზაბელას კონსტანტინე ქართლის მეფე ესპანეთის განთავისუფლებას – რეკონკისტას ულოცავდა და მოკავშირეობას სთავაზობდა. მერმეც იყო კავშირები, ურთიერთსიმპატია, აგერ, ათიათასობით ქართველს გაუხსნა კარი და შეიფარა ესპანეთმა, მადლობა დიდ ესპანელ ხალხს ამისათვის.
ომი არ არის ფეხბურთი, მაგრამ უსისხლო ომსა ჰგავს, ასეა. ჩვენ ესპანეთმა მწარე გაკვეთილი ჩაგვიტარა პაიჭაძეზე, რევანშისთვის უნდა ვიბრძოლოთ. და როგორც ის გმირი ქართველი, რომელმაც ჭრილობებიდან მომდინარე სისხლი წაისვა ბრაზისგან გაფითრებულ სახეზე, რომ გარშემომომდგარ მტრის მებრძოლებს არ ჰგონებოდათ, შეშინდა და ამად გაფითრდაო, ჩვენც წითელი საღებავით შევიღებავთ სახეს და ჯვარს გამოვისახავთ შუბლზე, ამ შემართება სულისკვეთებით ვიბრძოლებთ გერმანელთა მიწაზე კავკასიის იბერიელები ევროპელ იბერიელთა პირისპირ და ვინძლო, ვეწიოთ საწადელსაც. “ბედი ცდაა გამარჯვება ღმერთსა უნდა მოცაგხვდების” ამბობს სულმნათი რუსთაველი. ჩვენი ცდა 4 საათში დაიწყება და ღმერთი ჩვენსკენ.





























