Maia Jakeli
ბედთან ფერხულში
რასაც ვერ იტევს გული პატარა,
დამძიმებული ცხოვრების ტვირთით,
დარჩება კურცხალ ცრემლის ამარა,
რომ მოიოხოს ნაღველი ურჩი.
დროდადრო იბრძვის, ცახცახებს რთმში,
დროდადრო თითქოს მოგუდეს ყულფში,
თუმც ხმა ჩაესმის ღაღადის ყურში,
სულს არ ეთმობა გაფრენა უჭირს.
იყუჩებს გული ბრძანებებს უცდის,
ისევ რითმში სცემს უმწეო კუნთი,
ჩაიკეტება თავის ნაჭუჭში
და იგერიებს ტკივილებს უტყვი.
სული თარეშობს შლეგივით დაქრის,
გაუხედნავი კვიცივით ანცი,
არ ემონება არც კაცს, არც ამინდს,
ამოუცნობი და იდუმალი.
გული და სული, სული და გული,
ხან მეგობრები, ხან მტრები ურცხვი,
ჩაებმებიან ბედთან ფერხულში,
სული მიფრინავს, ჩერდება გული.
მ.ჯ.


































