პორტალისთვის მოამზადა: ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქმა
Portal için hazırladı:Verıko Chichiashvili Chelik
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა
დღეს, 5 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ქართული ემიგრაციის მუზეუმი გახსნეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა,საკუთარ ინტერნეტ გვერდზე ავრცელებს.
ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წელს პროფესორმა გურამ შარაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა. მას ბოლო წლებში გადაწყვეტილი ჰქონდა, საბოლოოდ მუზეუმს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაედო ბინა. მეცნიერის სიცოცხლეში ეს ვერ განხორციელდა, საქმე მისმა მკვლელობამ შეაფერხა. მამის სურვილის შესრულება გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ ითავა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის ოფიციალური თანხმობით და რუსუდან შარაძის ძალისხმევით ქართული ემიგრაციის მუზეუმი ახლა უკვე ეროვნულ ბიბლიოთეკაშია.
მუზეუმში დაცულია ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების უძვირფასესი არქივები, პერიოდული გამოცემების სრული კოლექციები, უნიკალური წიგნები და სხვა მნიშვნელოვანი მასალა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ 2017 წელს რუსუდან შარაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას გურამ შარაძის მემორიალური კაბინეტი (ბიბლიოთეკა, არქივი, ავეჯი და სხვა უნიკალური ექსპონატები) გადასცა.
Gürcistan Göç Müzesi, Milli Kütüphane’de açıldı
Bugün,5 Ağustos’ta Gürcistan Parlamentosu Başkanı Archil Talakvadze ve Milli Kütüphane Direktörü Giorgi Kekelidze Gürcistan Ulusal Parlamento Kütüphanesi’nin ikinci binasında Gürcü Göç Müzesi’ni açtı. Bilgiler, web sitesinde Gürcistan Parlamentosu Ilia Chavchavadze Ulusal Kütüphanesi tarafından yayınlanmaktadır.
Gürcü Göç Müzesi, 1994 yılında Ivane Javakhishvili Tiflis Devlet Üniversitesi’nde Profesör Guram Sharadze tarafından kuruldu. Son yıllarda müzenin sonunda Milli Kütüphane’ye yerleştirilmesine karar vermişti. Bir bilim adamının hayatında bu gerçekleştirilemedi, dava cinayeti ile engellendi. Guram Sharadze’nin kızı Rusudan Sharadze babasının isteğini yerine getirdi.
Tiflis Devlet Üniversitesi rektörü Giorgi Sharvashidze’nin resmi rızası ve Rusudan Sharadze’nin çabalarıyla Gürcü Göç Müzesi şimdi Milli Kütüphane’de.
Müze, Gürcistan siyasi göçmenlerinin değerli arşivlerini, süreli yayın koleksiyonlarını, eşsiz kitapları ve diğer önemli materyalleri saklıyor.
Burada 2017 yılında Rusudan Sharadze’nin Guram Sharadze Anıt Dolabı’nı (kütüphane, arşiv, mobilya ve diğer benzersiz sergiler) Milli Kütüphane’ye teslim ettiğini belirtiyoruz.


























