Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi, Başlangıç Seviyesi Gürcüce Dil Kursu online bir etkinlikle başladı. Gürcistan Trabzon Başkonsolosluğulu resmi sayfasından durulan haberin tam metni:
”Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi, Sürekli Eğitim Uygulama ve Araştırma Merkezi bünyesinde açılan Başlangıç Seviyesi Gürcüce Dil Kursu 10.11.2020 tarihinde başlamıştır.
Kursun açılışına Gürcistan Trabzon Başkonsolosu Gela Japaridze ile Recep Tayyip Erdoğan Üniversitesi Rektör Yardımcısı Prof. Dr. Ahmet İshak Demir, Sürekli Eğitim Uygulama ve Araştırma Merkezi Müdürü Dr. Öğr. Üyesi Abdulkadir Öztürk, kursta eğitmenlik görevi üstelen Gürcü Dili Bölüm Başkanı Dr. Öğr. Üyesi Gül Mükerrem Öztürk, Gürcü Dili Bölümü öğretim üyelerinden Dr. Öğr. Üyesi Sophio Makhatchasvili katılmıştır.
30 kursiyerin katılımı ile başlayan kurs 2 Mart 2021 tarihine kadar devam edecektir.”

2020 წლის 10 ნოემბერს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ ონლაინ ჩართვის საშუალებით, მონაწილეობა მიიღო რიზეს „რეჯეპ თაიფ ერდოღანის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ქართული ენის დაწყებითი საფეხურის შემსწავლელი კურსების გახსნის ღონისძიებაში, რომელმაც ხსენებული უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კვლევითი ცენტრის ბაზაზე დაიწყო ფუნქციონირება.
უნივერსიტეტის ბაზაზე 2019-2020 წწ. ორჯერ გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელი კურსები, რომელიც ათობით სტუდენტმა დაამთავრა. პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართული ენის ონლაინ კურსების გახსნაზე, სადაც სწავლის სურვილი ოცდაათმა სტუდენტმა გამოთქვა. ქართული ენის კურსებზე სწავლება 2021 წლის 2 მარტამდე გაგრძელდება და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ მიიღონ შესაბამისი სერთიფიკატი.
ონლაინ ჩართვაში მონაწილეობა მიიღეს უნივესიტეტის რექტორის მოადგილემ, აჰმეთ ისჰაქ დემირმა, უწყვეტი განათლებისა და კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აბდულქადირ ოზთურქმა, ქართული ენის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა, დოქტორმა, გიულ მუქერემ ოზთურქმა, ქართული ენის მასწავლებელმა და უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სოფიო მახაჭაშვილმა.
ამასთან, გენერალურმა კონსულმა სიტყვით მიმართა ონლაინ ჩართვის მონაწილეებს, მადლობა გადაუხადა მათ ქართული ენის შემსწავლელი კურსების გახსნაში შეტანილი წვლილისთვის და სტუდენტებს წარმატებები უსურვა.

























