Meri DiasamidZe : ძვირფასო მეგობრებო, მინდა ხელოვანთა ერთი ლამაზი ქართული ოჯახი გაგაცნოთ. ქალბატონი თამარ (ბაილა) ჭეიშვილი. მხატვარი–დიზაინერი, დაიბადა ქ. ქუთაისში 1948 წელს. 1968 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ერთ წლიანი მივლინებით გადასამზადებელი კურსები გაიარა ქ. რიგის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 1969 წელს მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტში. 1970–75 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სმხატვრო აკადემიაში. მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში. 1978 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. ჰქონდა გამოფენები საფრანგეთში, იტალიაში, ჩინეთში, ინდოეთშოი, იაპონიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში. 1996 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო პედაგოგიური წოდება, ხოლო 2004 წელს პროფესორის პედაგოგიური წოდება.

მეუღლე, ზურაბ მგელიაშვილი – ფერმწერი და გრაფიკოსი
დაიბადა საქართველოში ქ. თელავი 1949 წელს
1969 – 1975 წ.წ. სწავლობდა ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში – გრაფიკის ფაკუტეტზე.
1975 წლიდან დღემდე მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში.
1982 – წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.პერსონალური გამოფენები:
2000 წ. ქ. ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის ერუვნული გალერეა;
2019 წ. ქ. ქუთაისი გალერეა ,,ვარლა“
პლენერების საერთაშორისო და საკავშირო გამოფენების მრავალგზის მონაწილეა.
1990 – წლიდან დაარსდა ქ. ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტი, რომლის ერთ-ერთი დამფუძვნებელი და პროფესორია.
პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1990 – 2011.
მისი ნამუშევრები დაცულია სახელმწიფო და კერძო კოლექციებში: საქართველო, გერმანია, იტალია, რუსეთი, აზერბაიჯანი.

თამარ (ბაილა) ჭეიშვილი/ ზურაბ მგელიაშვილი/ ელისო მგელიაშვილ.
ქალიშვილი ელისო მგელიაშვილის (რაზიკაშვილი) რეჟისორობით შექმნილი ტელე–ფილმი ,, აფხაზეთი საქართველოა–საქართველო გაბრწყინდება…,, მართლმადიდებლური ფილმების მე– 12 საერთაშორისო ფესტივალის ,, წმინდა ანდრიას ჯვარი,, ნომინაციის –,,საუკეთესო დებიუტი,, (ტელე ფილმი) გამარჯვებულია.

SANATÇI AİLE
Değerli Dostlar merhaba. Sizlere, Gürcistan’ın Kutaisi İlinden meşhur bir sanatçı aileyi tanıtmak istedim.
Tamar Çeişvili (Bayla) Hanımefendi, kendisi ressam ve dizayinerdir. 1970– 1975 Yılarında Tiflis Devlet Ressamlık Akademisinde eğitim gördü. Uluslararası sergilerde resimleri de yer almaktadır. 1978 yılında Gurcistan Ressamlar Birliği üyesi oldu. Uluslararası sergilerde yer aldı. Fransa, Italya, Almanya, Çin, Hindistan, Japonya, İsviçre ve bazı başka ülkelerde de pek çok resim sergileri yaptı. Kendileri Profesör olup Gürcistan Kutaisi İli Sanat ve Eğitim Enstitüsü’nde Tiyatro ve Sanat İcra Etme Uzmanlığı Bölüm Baskanlığı yapmaktadır. Tamar Hanım aynı zamanda bu üniversitenin kurucusu.
Eşi Zurab Mgeliaşvili grafikerdir. Kendisi de Gurcistan Ressamlar Birliği üyesi olup, Azerbaycan, İtalya, Almanya, Rusya ve bazi baska ülkelerde sergilerde eserleri yer almıştır. Kendisinin eserleri Devlet tarafından korunmaktadır. Kızları Eliso Mgeliaşvili, yazar ve ressam olup dizayn da yapmaktadır. Kendisinin rejisorluk yaptığı bir belgesel de “Abhazya Gurcistan – Gurcistan Parlayacak” , 12. Ortadosk Sinemalar Festivalinde ödül almıştır.





























