წერილი როგორც სამოთხის საშვი!

ქართველმა პოეტმა დათო მაღრაძემ, რეზო გაბრიაძეს თავის დროზე უწოდა ქართველი ნოე, გასაოცარი ნიჭიერებით სავსე, წმინდა შემოქმედი რევაზ გაბრიაძე ყველა დროში ახერხებდა საყოველთაო აურზაურისა და წარღვნის დროსაც კი შეექმნა ღვთაებრივი, უნატიფესი სამყარო. რეჟისორი, სცენარისტი, მწერალი, მოქანდაკე და უბრალოდ ძალიან კარგი პიროვნება, ქართველი კაცი რეზო გაბრიაძე სამწუხაროდ ჩვენს შორის აღარ არის და სამუდამოდ გადასახლდა იმქვეყნიურ საქართველოში.































