ახლოვდება 27 სექტემბერი, საქართველოს უახლოესი ისტორიის უმძიმესი დღე.
დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ და მინდა, ერთი ტრადიცია დამკვიდრდეს საქართველოში. თუმცა, არ ვიცი, ვინმეს ეს გულს თუ აუტოკებს და გაიზიარებს.
მოკლედ:
ისრაელში ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს გარკვეულ საათს, სირენები რეკავენ, ყველანი ჩერდებიან, მგზავრები ავტომობილებიდან გამოდიან და ქუჩაში წუთიერად პატივს მიაგებენ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას.
ჩვენი „ჰოლოკოსტი“ კი 27 სექტემბერია. კარგი იქნება ამ გამოცდილებას ჩვენც თუ გავიზიარებთ და ყოველ 27 სექტემებერს, საქართველოს ყველა სოფელსა და ქალაქში, ყველა ქუჩასა თუ მაგისტრალზე, ერთდროულად, რომელიმე კონკრეტულ საათზე, ყველანი თუ გავჩერდებით, მგზავრები ავტომობილებიდან ჩამოვლენ, სირენები ან საეკლესიო ზარები დარეკავენ და წუთიერი დუმილით პატივს მივაგებთ საქართველოს მთლიანობისათვის, საქართველოსთვის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ერთიანობისათვის დაცემულ გმირებს, ომის უდანაშაულო მსხვერპლთ.
ამით ყველას ვეტყვით, რომ ჩვენ ერთად ვართ, გვინდა მშვიდობა, მაგრამ ჩვენს მიწასაც არავის დავუთმობთ.






























