პოეტი ვანო თავხელიძე , საქართველოში ბოლო დროს დატრიალებულ შემაძრწუნებელ მოვლენებს , ასე ეხმაურება … თავად ვანო სამი ვაჟკაცის მამა გახლავთ …ხსენებული ლექსი , მთელი სიმძაფრით გადმოსცემს არა მარტო ერთი კონკრეტული პიროვნების/პოეტის , არამედ ჩვენი საზოგადოების აღშფოთებას კოშმარული დღეების მიმართ…
. . .

გამოვიჭერი კანჭიდან ხორცი,
ისე ვაფრინე,ისე ფასკუნჯი,
არავის ვეტრფი,არავის ვკოცნი,
ყრუ ვარ და ბრმა ვარ,გახლავართ მუნჯი.
საკუთარ თავზე ფიქრებით მხოლოდ,
არ ჭახჭახებენ არა შაშვები,
მიჭირს აღვიქვა ახლა სამშობლოდ
თავს მოიკლავენ სადაც ბავშვები.
არეულია სადაც ჰორმონი,
სადაც ინცესტი არის საპონი,
ფუი,მოგიკვდა მართლა მომგონი,
ყრუ ვარ,არაფრის არ ვარ გამგონი.
ვანო თავხელიძე.






















