
როგორც თქვენთვის ცნობილია, 2020 წლის 15 მარტს, 18 საათიდან (საქართველოს დროით) დროებით შეჩერდება მგზავრთა გადაადგილება სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით.
მიუხედავად ამისა, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთაც ამ პერიოდში სურთ საქართველოში გამგზავრება, შესაძლებელია, რომ გამოიყენონ ვალესა და კარწახის საკონტროლო-გამშვები პუნქტები. ამასთან, თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ აღნიშნულმა მოქალაქეებმა ისარგებლონ თურქული ავიაკომპანიების რეისებით (პირდაპირი ავიარეისებით სტამბოლისა და ანკარის აეროპორტებიდან) საქართველოს მიმართულებით.

ზემოხსენებული შეზღუდვის მოქმედების ვადა განისაზღვრება დამატებით, მხარეთა შეთანხმებით, COVID-19-ის პანდემიის საშიშროების შესაბამისად.
აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს COVID-19-ის პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ კოორდინირებულ პრევენციულ ქმედებას.




























