ქართული ამბების პორტალი
İçişleri Bakanlığınca bu geceden, 12 Nisan saat 24.00’e kadar 30 büyükşehirle Zonguldak’ta, daha önce alınan önlemlere ek olarak, il sınırları içerisinde sokağa çıkma yasağı getirildi. İçişleri Bakanlığı, yayımladığı genelgeyle yasağın detaylarını ve açık olacak iş yeri, işletme ve kurumları açıkladı.
İki günlük sokağa çıkma yasağı kararının ardından fırınların ve marketlerin önünde kuyruklar oluştu, birçok kentte araç trafiği var.

Gürcistan Ankara Büyük Elçiliği sokağa çıkma yasağı kararı ardından Türkiye de bulunan Gürcistan vatandalar için aşağıdaki açıklamayı yaptı:
თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 10 აპრილის 24 საათიდან 12 აპრილის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.
ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება 3150 თურქული ლირის ოდენობით.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე☎️:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08 —





























