ყურიღ დუ’უგდიდ, მახარეს დედო!
რამდენ ჭირ გაყრილ ღამე გიბანდავ, ფიქრის კოშკ მგებარ მახარეს დედო,ათას ჯავრის მგელ ცრემლით გიფატრავ,სარომზედ რამდენ მყეფარ ძაღლ გემბოდ.
ყურ რო მაგდები დართლო მთას ცხენიზ-დ, აღარსიდ აჩინდ არ, შენ მახარეჲ,ჩამუ’ჯდიდიდ უამბიდ აშოტს, ჴევებში გარევ სიკვდილ ხარხარებს.
თავის დანოთაჲ, წყაროგორს სთხოიდ,მახარეს ცხენის გელვაიდ ჭიხვინ,მეგუთნისდედე წლებმ დარდ გათოის,რამდენ გლოვაიდ ცას წასრულ იხილ.
სულეთის ჲახლაც ფრიალებს დროშაჲ,ლოდინის თვალ სჭამს მეცხვარის დედას,დართლო მთას გარევ ჭიხვინებს ცხენი-დ,დანოს მახარე ეცემის ელდად
მეცხვარის წინდ’ათ ჩაყრილ დეზდებში,ვიც რო უთვალავ ტკივილებ ერთვოდ,დანოს შავ შავრ’ა, შავ მთას ჭიხვინებს, ყურიღ დუ’უგდიდ მახარეს დედო.

2020 წელი12 აგვისტო / იტალია.
ლექსი ეძღვნება მოწინავე მეცხვარისა, და პოეტის, მახარე თათარაიძე-ს დედას, ქალბატონი თამარა თათარაიძე (ნაკუდაიძე-ს)უკვდავყოფას.





























