საქართველოში რთველის დღესასწაული კვლავ გრძელდება/Gürcistan’da Bağbozumu Kutlamaları!
კახეთში რთველი დასასრულს უახლოვდება. ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი დაბინავებულია. ინფორმაციას და მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia ავრცელებს.
გასული კვირის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 247 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 260 მლნ ლარი მიიღეს.დღეის მდგომარეობით ყურძენი ღვინის საწარმოებს 24 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი დაიკრიფა გურჯაანში – 74 ათასი ტონა, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში: ყვარელი – 60 ათასი ტონა, თელავი – 40 ათასი ტონა, სიღნაღი – 21 ათასი ტონა, საგარეჯო- 17 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 16 ათასი ტონა, ახმეტა – 11 ათასი ტონა და დედოფლისწყარო – 7,4 ათასი ტონა.გადამუშავებული ყურძნიდან 166 ათასი ტონა რქაწითელი, 68 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძნის გადამუშავების პროცესში 186 ღვინის საწარმო იყო ჩართული.

წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდა. სუბსიდია მიიღო იმ ღვინის კომპანიებმა, რომელიც შეისყიდიდა და გადაამუშავებდა კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარი.
კახეთთან შედარებით რაჭაში რთველი გვიან იწყება.
10 ოქტომბერს დაწყებული მოსავლის აღება შეუფერხებლად მიმდინარეობს.რაჭაში უკვე 200 ტონამდე ალექსანდროულ-მუჯურეთულია გადამუშავებული.
წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2500 ტონამდე მოსავალს ელიან.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში მუშაობს.

ყურძნის მიმღები პუნქტები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქ ამბროლაურშია გახსნილი რთველს შემოდგომის უმთავრესი დღესასწაულიც შეიძლება ვუწოდოთ. სისხამ დილით დაწყებული ყურძნის მოსავლის აღება საღამოს მხიარული სუფრით და მოსავლის დალოცვით მთავრდება. ტრადიცია დღესაც გრძელდება. სწორედ ამიტომაა,რომ უამრავივი ტურისტი მიდის კახეთში რთველის პროცესზე დასასწრებად.და არა მარტო ტურისტები…
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თითქმის ყოველწლიურად სტუმრობენ კახეთს და ეგრედ წოდებულ „დიპლომატიურ რთველს“ მართავენ.არც წლევანდელი წელი გახდა გამონაკლისი
უცხოელმა დიპლომატებმა წინანდალში ღვინის კომპანია „შუმი”, ასევე ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშები და ღვინის მუზეუმი „ვაზიონი” დაათვალიერეს- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უმასპინძლეს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს კულტურისა და ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით მსგავსი ღონისძიება ძალზე მნიშვნელოვანია.
„ბევრმა საელჩომ გამოთქვა „რთველი 2020“-ში მონაწილეობის სურვილი და, მიუხედავად პანდემიის გამოწვევისა, ჩვენ შეზღუდული მასშტაბით, მაგრამ მაინც შევძელით რთველის საზეიმო გარემოში აღნიშვნა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინიციატივა კარგი შესაძლებლობაა საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენისთვის.
„ყოველწლიურად რთველის დროს ჩვენ თავს ვუყრით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რათა გავაცნოთ ჩვენი მდიდარი კულტურა, ტრადიციები, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რაც საქართველოს სავიზიტო ბარათია. წელს, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ მაინც ჩავატარეთ ტრადიციული დიპლომატიური რთველი“, – განაცხადა ზალკალიანმა.P.S. რთველი და ყურძენი ქართველებივით უყვარდეს ვინმეს, დედამიწაზე არ მეგულება.პორტალისთვის მოამზადა: ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქმა
Gürcistan’da Bağbozumu Kutlamaları!

Gürcistan / Kakheti de son bahar (vtveli) bağbozumu sezonu sona erdi. Kutlamaları devam ediyor. Bu kutlamalar binlerce yıllık tarihi olan Gürcü şarabında ayni zamanda kültürel bir miras. Her sezon coşkulu kutlamalara halk ve üreticilerin yanında turistler,yabancı misyoner tarafından da ilgi ile izlenmektedir! Bu yıl Pandemi nedeniyle katılımlarda bazı sınırlamalar olmasına rağmen Gürcü halkı dışında her kesimden ilgi büyüktü.
Gürcistan Ulusal Şarap Ajansı geçen hafta açıkladığı verilere göre
Kakheti de 247 bin tona kadar üzüm toplandı. 260 milyon Lari gelir elde edildi.
Bu rakamlar 24 bin üreticinin şaraplık üzüm rekoltesini gösteriyor. Kakhetiye bağlı Gurjaanide 74 bin ton, Kvarelide 60 bin ton, Telavide 40 bin ton, Signagide 21 bin ton, Sagarejode 17 bin ton, Lagodekhide 17 bin ton, Lagodekhide 16 bin ton, Akhmeta de 11 bin ton ve Dedoplistskarode 7,4 bin ton.
Cinsine göre şaraplık üzüm rekoltesi ise, 166 bin ton Rkatsiteli, 68 bin ton Saperavi, 4 bin ton Kakhuri yeşili ve diğer farklı üzümlerden 166 bin ton Ratsiteli.
Sezon başından bugüne kadar üzüm alımı sürecine 186 şarap işletmesi katldı.
Gürcistan yönetiminin COVID-19 pandemi den etkilenen şarap yapım sektörüne destek paketi ile, Rkatsiteli ve Kakhuri üzüm çeşitleri desteklendi. Kakheti bölgesinde alım yapan şarap şirketleri, en az 1000 ton Rkatsiteli veya Kakhuri üzümlerine sübvanse edildi. Şaraplık üzüm çeşitlerine göre kilo başına 0,30 ile 0,80 lari ödeme yapılacak.
Haberimizi kısaltarak çeviren -GH






























